x
image
natia.a
რატომ არ გახდა "ლეგალური" ბიზნესი თამადობა

imageიუმორისტი ნიკა ქავთარაძე თამადის ინსტიტუტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში თამადობა, "ლეგალური" ბიზნესი ვერ გახდა.
„თამადობის შესახებ


რათქმა უნდა ყველას თავისი აზრი აქვს ქართულ სუფრაზე, მის ტრადიციებზე, "ტრადიციებზეც". ავზეც და კარგზეც. თუმცა ეს ფორმატი მაინც აქტუალურია - ხალხი აღნიშნავს სხვადასხვა დღეს, დღესასწაულს - მიზეზი ბევრია.


ფორმატიც დაცულია- განსაკუთრებით დიდ სუფრებზე - სუფრას ჰყავს თამადა!


ალბათ არც თუ ისე იშვიათად მოგიწევდათ ისეთ ქორწილებში(და სხვა ) ყოფნა, სადაც თამადა არის დეგენერატი. უაზროდ დაზეპირებულ სიტყვებს/სადღეგრძელოებს იძახის - თან ყველასათვის ნაცნობი თანმიმდევრობით და რაც მთავარია ტონით.



მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს შიათ, მაინც არავის ამახსოვრდება ასეთი დღეები ხაჭაპურის, მწვადის ან ბლინჩიკების გამო - ადამიანებს არ ავიწყდებათ, როგორი დრო გაატარეს.


ხოდა, რამდენიმე ათეულ ათას ლარს რომ საჭმელში და სხვა საორგანიზაციო ამბებში ხარჯავ და მერე ვიღაც (ოჯახის ახლობელი) ცუდი თამადა ამ საღამოს აჩვეულებრივებს, შანსი არაა გული არ დაგწყდეს.


დღემდე ვერ ვხვდები რატომ არ გახდა "ლეგალური" ბიზნესი თამადობა. თუ მუსიკოსებ ქირაობენ და თვითონ არ უკრავენ დოლზე, თუ ფოტო/ვიდეო გადაღებას ქირაობენ და არ იღებს დედოფლი ბიძა - მაშინ რატომ არ ქირაობენ თამადასაც?!


მე ვყოფილვარ ასეთ ქორწილებში თამადად და ამიღია ჰონორარი. მაგრამ, ძალიან ერიდება დამკვეთს ამ მოლაპარაკებისას - "თან თამადა, თან წამყვანი გვინდა" - ასე გეუბნება, რომ არც შენ "გაწყენინოს" და არც თამადობის ინსტიტუტი შებღალოს.
ხოდა, რატო კაცო, რატო? - გინდა კაი თამადა - ადექი და გადაიხადე ფული!
გოჭის ხორცს მაინც არავინ ჭამს და მიეცი მაგის ფული თამადას.
და იყავი ბედნიერი“, - წერს ქავთარაძე.


1
265
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
265
  
2015, 21 აგვისტო, 18:44
გავაზიარე
0 1 1