კომპიუტერები და პროგრამები გრაფიკული ფაილების ფორმატები (Photoshop CS 4 & 5) 2015, 19 აგვისტო, 12:31
გრაფიკული გამოსახულება რომ პიქსელებისგან შედგება და რომ თითოეული პიქსელის ფერი ციფრული მაჩვენებლით იწერება შესაბამისი ფერის მოდელის მიხედვით, ეს უკვე ვიცით. ახლა ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ ციფრული ინფორმაციის შენახვაზე, რადგან გამოსახულების რედაქტირებაზე მუშაობისას, ძალიან მნიშვნელოვანია შენახვის წესების ცოდნა. JPEG (იგივე JPG) ყველაზე გავრცელებული ფორმატია. ამ ფორმატში შენახული გამოსახულება იხსნება ნებისმიერ სისტემაში და პროგრამაში. სამოყვარულო ფოტოკამერებით და მობილური ტელეფონებით გადაღებული სურათები, სწორედ ამ ფორმატშია. გამოსახულების JPEG ფორმატში შენახვისას, შესაძლებელია შეკუმშვის ხარისხის დარეგულირება. ძლიერი პრესის დროს, გამოსახულების ზომა არის პატარა, ხოლო ხარისხი, შესაბამისად, ცუდი. მცირე პრესისას, შეკუმშვის ალგორითმი მხოლოდ იმ ინფორმაციას აქრობს გამოსახულებოდან, რომელიც ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფორმატში გამოსახულების შენახვა რედაქტირების ბოლო ეტაპზე შეიძლება, რადგამ ყოველი ახალი შეკუმშვისას, გამოსახულებიდან ახალ-ახალი ინფორმაცია ქრება, რაც საბოლოო ჯამში, გამოსახულების ხარისხს აფუჭებს. TIFF – ი უნივერსალური ფორნატია. ამ ფორმატში ნებისმიერი სახის გამოსახულების შენახვა შეიძლება. გამოიყენება პოლიგრაფიაში, აქვს შეკუმშვის რეჟიმები, მაგრამ ამ ფორმატში შენახულ გამოსახულებას ზოგიერთი პროგრა ვერ ხსნის, ხოლო შეკუმშვის გარეშე შენახული გამოსახულების ზომა 10 – ჯერ ან 100 – ჯერ აღემატება იმავე გამოსახულების ზომას, შენახულს JPEG ფორმატში. TIFF ფორმატში გამოსახულების შეკუმშვის გარეშე შენახვისას, ინფორმაცია არ იკარგება, შესაბამისად, უცვლელია გამოსახულების ხარისხიც. თუ JPEG – დან TIFF ფორმატში გადავიყვანთ გამოსახულებას, ამით მისი ხარისხი არ ამაღლდება და ვერც პოლიგრაფიაში გამოვიყენებთ. GPEG ფორმატის გამოსახულება, შექმნის მომენტიდან უკვე შეზღუდულია და სხვა ფორმატში გადაყვანით უკეთესი ვერ გახდება. GIF და PNG სპეციალური ფორმატებია რასტრული გამოსახულების ინტერნეტში განსათავსებლად. GIF ფორმატი მუშაობს მხოლოდ ინდექსირებული ფერებით (ფერთა პალიტრაში 256 ფერია). ეს ფორმატი გამოიყენება მარტივი ანიმაციების შესაქმნელად. PSD ფორმატი არის ფოტოშოპის „მშობლიური“ ფორმატი. ინახავს ყველაფერს და ნებისმიერი სახით. ამ ფორმატში შეიძლება შუალედური ნამუშევრის შენახვა, რედაქტირების დასრულებამდე (ზოგიერთ შემთხვევაში, გამოსახულების რედაქტირებისთვის დიდი დრო არის საჭირო). 735 9-ს მოსწონს
|