x
image
natia.a
"კარგია, რომ მამაშენისგან განსხვავებით შენ მაინც გქონია მადლიერების გრძნობა"

image"ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფეისბუკით ეხმიანება ბერა ივანიშვილის მიერ შექმნილ სიმღერას " ჩემი თბილისი ყველაფერს სჯობს" :
"შვილო რა თქმა უნდა თბილისი თქვენთვის ყველაფერს სჯობს, აბა სხვა რომელ დედაქალაქშია ისეთი ალალი, მიმნდობი და უეშმაკო ხალხი, რომელმაც შეიძლება დაიჯეროს შენი მამიკოს ან ნებისმიერი მილიარდელის დაპირებები უფასო ფულის, უპროცენტო კრედიტების, განახევრებული ტარიფების, მაღალი პენსია-ხელფასების, მასობრივი სამუშაო ადგილების და მილიარდელის მიერ საკუთარი ფულის თუ სიცოცხლის გაწირვაზე ხალხისათვის შექმნილი ამგვარი ბაიათები რომელთა მოსმენაზე ალბათ საიათნოვას ინფარქტი დაემართებოდა, ნიაზ დიასამიძე ქალაქიდან გაიქცეოდა ხოლო ფიროსმანი თავის შემოქმედებაში ყველაზე ცუდ ტილოს დაწერდა.სხვა რომელ დედაქალაქში დაუკრავდნენ ტაშს მამაშენთან ერთად შესრულებულ არც თუ თბილისის მაღალი გემოვნებისათვის შექმნილ რეპს, სხვა რომელი დედაქალაქი აპატიებდა თავის მილიარდელ ბინადარს ქალაქის ცენტრში პანორამის სახელწოდებით ისტორიის განადგურებას, ბოტანიკური ბაღისა და ნარიყალის მსგავსი განძის წაბილწვას, იპოდრომის მითვისებას, ლაგუნა ვერეს მიტაცებას და კაციჭამია ვეფხვთსაშენად გადაქცევას.კარგია რომ მამაშენისგან განსხვავებით, რომელიც ახლა წიგნს წერს ადამიანობაზე, შენ მაინც გქონია მადლიერების გრძნობა.ისე დედაქალაქზე კომპლიმენტი არჩევნების მოახლოებამდე შეიძლებოდა გეთქვა"- წერს შალვა ნათელაშვილი.


image
შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა თავისი ახალი სიმღერის შესახებ კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა:


“ჩემი თბილისი ყველაფერს ჯობს”
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მონატრებული გულით, მინდა ჩვენი ურთიერთობა განვაახლო ორი ქართული სიმღერით. პირველი ამერიკაში წასვლის წინ დავწერე, მეორე კი ჩამოსვლისას. შემდეგი კვირიდან შემოგთავაზებთ თქვენგან ძალიან შორს, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის და სიყვარულის მუდმივი შეგრძნებით გადაღებულ ახალ ვიდეო კლიპებს, ჩაწერილ დუეტებსა და სიმღერებს.
მუდამ თქვენი ბერა” - ვკითხულობთ ივანიშვილის "ფეისბუქის" გვერდზე.

1
870
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
870
  
2015, 19 აგვისტო, 15:25
შალვა მაგარი კაცია ))
0 1 1