x
image
მანჩო 777
კოროვაი-ტომი, რომელიც ჯერ კიდევ ხეებზე ცხოვრობს: მოგზაურობა შორეულ პაპუა-ახალ გვინეაში
კოროვაი (korowai) - პაპუასების ერთ-ერთი ტომია, რომელიც ინდონეზიის შორეულ პროვინციაში, კუნძულ პაპუა-ახალ გვინეაზე ცხოვრობს. მოდით, ერთად განვახორციელოთ ვირტუალური მოგზაურობა ამ ეგზოტიკურ კუნძულზე და გავეცნოთ ყოფა-ცხოვრებას ამ უცნაური ხალხისა, რომლებიც ძალიან შორს არიან ცივილიზაციისაგან და დღემდე პირველყოფილი ადამიანებივით ცხოვრობენ.


image


1980-იან წლებამდე კოროვაის ტომი აბსოლუტურად გარიყული იყო საზოგადოებისაგან და მათ გარესამყაროსთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა. პირველი ცდა, დაემყარებინათ ურთიერთობა ამ ხალხთან, განახორციელა ჰოლანდიური რეფორმისტული ეკლესიის მისიონერთა ჯგუფმა 1984 წელს. ველურ პირობებში, გაუვალ ჯუნგლებში მცხოვრებ ადამიანებს 1984-1985 წლებში მისიონერებმა მდინარეების ნაპირებზე სოფლები აუშენეს, რათა იქ დასახლებულიყვნენ და ცხოვრების ელემენტარული პირობები ჰქონოდათ.


image



სოფლებში აშენებული იქნა პატარა სახლები, სკოლა, ეკლესია. მისიონერებმა ამ სახლებში მასობრივად დაიწყეს პირველყოფილი ადამიანების შესახლება, თუმცა ამას ისინი დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. მომთაბარე ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთისაგან იზოლირებულ ცხოვრებას იყვნენ მიჩვეულნი, დაიწყო გამუდმებული შეტაკებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სისხლისღვრით მთავრდებოდა.


image


ტერიტორია, სადაც კარავაის ხალხები ცხოვრობენ, დახურულია ტურისტებისათვის მათზე თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით.


image


სოფლებში ცხოვრება გაცილებით იოლია, ვიდრე ჭაობიან, ათასი საშიშროებით სავსე ტყეებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, კოროვაის ხალხები გაჭირვებით ტოვებდნენ ტყეებს და გაცილებით კომფორტულ, დაცულ სახლებში იწყებდნენ ცხოვრებას. როგორც წესი, ამას ახალგაზრდები უფრო იოლად აკეთებდნენ, ვიდრე ხანშიშესული კოროვაები.


image


მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს დაეხმაროს ველურ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს, ისინი მაინც ხეებზე ცხოვრებას ამჯობინებენ. საქმე იმაშია, რომ საუკუნეების განმავლობაში სწორედ ტყე იფარავდა კოროვაის ხალხებს აგრესიული მეზობლების - ცნობილი თავებზე მონადირეების - ასმათების თავდასხმებისაგან. ტყე აძლევდა მათ საჭმელს და თავშესაფარს: კოროვაი სახლებს ყველაზე მაღალი ხეების კენწეროებზე იშენებდა.


image


დღეისათვის კოროვაის ტომებიდან უმეტესი ნაწილი მისიონერების მიერ აშენებულ სოფლებში ცხოვრობს, მათ ასწავლეს ამ ხალხს ხის დასამუშავებელი იარაღების გამოყენება, მიწაზე მუშაობა, მოსავლის მოყვანა, მაგრამ კოროვაის ტომებში არსებობს ზოგიერთი, მაგალითად, ვუნინგების კლანი, რომლებმაც კატეგორიული უარი განაცხადეს მისიონერების მიერ აშენებულ სოფლებში ცხოვრებაზე და კვლავ ტყეში აგრძელებენ ცივილიზაციისაგან გარიყულად არსებობას.


image


ვუნინგების ტომის ბელადი ფიქრობს, რომ მისი ტომის წევრებმა არანაირი კავშირი არ უნდა იქონიონ გარესამყაროსთნ და უარი უნდა თქვან ცივილიზაციის ზოგიერთი საგნის გამოყენებზეც კი, რადგან, მისი აზრით, ეს უარყოფითად მოქმედებს ვუნინგების სიცოცხლისუნარიანობაზე.


image


კოროვაის განსაკუთრებული რელიგიური სისტემა აქვს: მათი აზრით, სამყარო შექმნა მინიატურული ზომის თაგვისებურმა არსებამ, რომელმაც ერთი დარტყმით გააპო შუაზე მითიური ღორი და ამგვარად შეიქმნა მსოფლიო. ტომში დიდი ადგილი უჭირავს ჯადოსნობასა და მისნობას, ასევე მიცვალებულების სულებთან კავშირს, რომელსაც აქაური მისნები ეგრეთ წოდებულ " ბნელეთის ბილიკზე" გავლის შედეგად ამყარებენ.


image


ვუნინგებისთვის სულაც არაა უცხო კანიბალიზმი, მათ შეუძლიათ შეჭამონ როგორც მტრულად განწყობილი ტომის წევრები, ასევე კოროვაელი ჯადოქრები, რომლებიც შემჩნეული არიან ბნელ ძალებთან კავშირში.


კოროვაის ხალხების სახლების კედლები და ჭერი მთლიანად დაფარულია მაგიური საგნებით, ხოლო ქოხის ცენტრში მდგომ სარიტუალო ბოძთან შეხების უფლება მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის უფროსს აქვს.


image


კოროვაის ტომელები თავიანთ მშობლიურ ტყეს სამყარის ცენტრად აღიქვამენ, გარდა ამისა, მათ იციან, რომ არსებობს "დიდი ტყე" და ''დიდი წყალი''. სხვა გარესამყაროს არსებობის შესახებ მათთვის უცნობია, ამიტომ ცაზე შემთხვევით გადაფრენილი თვითმფრინავის ძრავის ხმა მათთვის ნამდვილი სამყაროს დასასრულია.


image


თავიანთ ტყეში ეს ხალხები ჭრიან ხეებს და იქ ბანანის პალმებს რგავენ, ხაფანგს უგებენ გარეულ ტახებსა და კაზუარებს, ჭამენ მწერებისა და გველების თითქმის ყველა სახეობას, შესანიშნავად იციან ჩიტებისა და თევზების დაჭერა, მაგრამ ძირითად საარსებო წყაროდ ისინი თვლიან საგოს პალმას და მისი სახამებლით სავსე გულში მცხოვრები მუხლუხოს- პალმის ხოჭოს მატლებს.


image


კოროვაისათვის პალმა-ღვთაებაა, ხოლო მის ღეროში მცხოვრები მატლების ჭამა-ღვთეაბრივი ნეტარება.


image


აი როგორ აშენებენ ისინი სახლებს: ტომის ბელადი ყველა მამაკაცს უხმობს, როცა სახლის აშენებაა საჭირო. ახალი სახლი მიწიდან 40 მეტრის სიმაღლეზე იქნება აშენებული-ეს უსაფრთხო სიმაღლეა, სადაც დაცული იქნებიან უცხოტომელების და გარეული ცხოველების თავდასხმისაგან.


image


ერთობლივი შრომის შედეგად კოროვაიმ ხუთ დღეში მოახერხა საკმაოდ მოხერხებული და მყუდრო სახლის აგება. ახლა უკვე შეიძლება დღესასწაულიც მოეწყოს ამ მოვლენასთან დაკავშირებით, სადაც სუფრის ძირითად ატრიბუტი გარეული ტახის ხორცი და პალმის გულიდან ამოღებული ცოცხალი თეთრი მსხვილი მატლებია.


image


ინდონეზიის ხელისუფლება აქტიურად ცდილობს თავისი ყველაზე ველური და პირველყოფილი პროვინციის-კოროვაის ათვისებას. აქ ყველაფერი კინოფილმ "ავატარის" სცენარის მიხედვით ვითარდება, თუმცა აქ განვითარებული ისტორიის ფინალი, ფილმისაგან განსხვავებით, ჯერ კიდევ უცნობია.


image




1
1527
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1527
  
2015, 27 აგვისტო, 9:48
სულელები. მაგრამ ესენი კიდევ ჯიგრები ყოფილან, აი სენტინელის კუნძულების სასტავი ხო საერთოდ.. კარგი სტატია.
0 1 1