„ - რატომ ეთაყვანებით ამ მოქალაქეს, რა გაგიკეთათ?“ - ამ კომენტარით ჟურნალისტი ნათია კობერიძე იმ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელზეც ჩანს, როგორ ხვდება პატრიარქს მრევლი გზაზე ანთებული სანთლებით. ამ ქალის აზრით, ეს ქმედება ადამიანის გაკერპებაა. „ - ქრისტიანებო, რატომ არღვევთ მთავარ ცნებას და აკერპებთ ამ ადამიანს?
მოქალაქენო, რატომ ეთაყვანებით ამ მოქალაქეს, რა გაგიკეთათ?“ - წერს ნათია კობერიძე და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სოციალურ ქსელშივე ატეხს მას სიტყვიერ აგრესიას, რაც რათქმაუნდა მარტივი (!) გასაგებია იმ ადამაინებისგან, ვინც უბრალოდ თვლის, რომ - მისი მამა შეურაწყვეს.
კობერიძის ამ ამ კითხვაზე " - რატომ ეთაყვანებით ამ მოქალაქეს, რა გაგიკეთათ?" - მომთმენი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დამსახურებული აგრესია არ დაანთხიონ კითხვის დამსმელს, უბრალოდ და მოკლედ პასუხობენ - მან იმედი ჩაგვისახა აწმყოსი და მომავლის...