x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოტოშოპის შექმნის ისტორია და ვერსიები

ფოტოშოპის შექმნის ისტორია და ვერსიები

Adore Photoshop-ი გრაფიკული ფაილების შექმნისა და რედაქტირების ყველაზე პოპულარული პროგრამაა. ფოტოშოპს გრაფიკული პროგრამების მეფესაც კი უწოდებენ. დიზაინერებისა და მხატვრების უმრავლესობა სწორედ ამ პროგრამაში მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის სპეციალური პროგრამები არის შექმნილი. ფოტოშოპი ძალიან რთული პროგრამაა, რთული ხელსაწყოებით, მრავალფეროვანი მენიუებით და პალიტრებით, მაგრამ ამ პროგრამაში მუშაობისთვის საჭირო არ არის მისი სრულყოფილად შესწავლა. ფოტოშოპის ყოველმა მომხმარებელმა იცის პროგრამის შესახებ იმდენი, რამდენიც საჭიროა მისთვის დასახული ამოცანების შესასრულებლად (მაგ., ფოტოსურათების რედაქტირებისთვის არ არის აუცილებელი ვექტორული და 3D ხელსაწყოები).
ფოტიშოპზე მუშაობა პროგრამისტმა თომას კნოლმა 1987 წელს დაიწყო, მოგვიანებით მას ძმა, ჯონი, კომპიუტერული კინოეფექტების სპეციალისტი შეუერთდა. პროგრამას ჯერ Display ერქვა, მოგვიანებით Image Pro, ხოლო მას შემდეგ, რაც პროგრამა დაიხვეწა და სრულყოფილი სახე მიიღი, Phoposhop-ი დაარქვეს. პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია 1990 წელს მოეწყო და მისი გავრცელების ლიცენზია პროგრამების მწარმოებელმა კომპანია Adobe-მ შეისყიდა. ამიტომ, პროგრამის სახელს ამ კომპანიის სახელიც დაემატა და დაერქვა Adobe Photoshop-ი. 2003 წლის პროგრამა გახდა კომპანია Adobe-ს საკუთრება, უფრო კონკრეტულად Creative Suite-ს ნაწილი და ამ სახელწოდებაში დაემატა კიდევ ორი ასო – CS. ამ დროისათვის უკვე არსებობდა პროგრამის 7 ოფიციალური ვერსია და მე-8-ე ვერსია იგივეა, რაც Photoshop CS -ის პირველი ვერსია.

პროგრამის ევოლუციის მიუხედავად, მისი შემქმნელები ითვალისწინებენ რა, მომხმარებლის ინტერესებს, არ აუქმებენ ძველ ხელსაწყოებს და ფუნქციებს, ხდება მხოლოდ პროგრამის სრულყოფა. ამიტომ, ის ვინც ფოტოშოპში მუშაობა ისწავლა მაგ., CS 2 ვერსიით, უპრობლემოდ იმუშავებს CS 3, CS 4 და ყველა მომდევნო ვერსიაში. გარდა ამისა, პროგრამას აქვს დარეგულირების მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს შეუძლია პროგრამა თავისი შეხედულებისამებრ მოაწყოს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოშოპში ყველაფერი იმდენად კარგად არის ორგანიზებული, რომ დამატებით ცვლილებებს არ საჭიროებს, თუმცა პატარა კორექციების შეტანა მაინც იქნება საჭირო.
ზემოთ აღნიშნული ვერსიების გარდა, არის ფოტოშოპის სრული და პორტატული (Portable) ვერსიები. ფოტომოყვარულებისათვის პორტატული ვერსია სავსებით საკმარისია, რადგან მასში შესაძლებელია ფოტოსურათის სრულფასოვანი რედაქტირება (პორტატულ ვერსიაში არ არის დაბლოკილი ფოტოსურათების რედაქტირებისთვის საჭირო ხელსაწყოები და ფუნქციები). ერთადერთი მნიშვნელოვანი სხვაობა ფოტომოყვარულებისთვის ამ ვერსიებს შორის ის არის, რომ პორტატულ პროგრამაში არ მუშაობს Adobe Bridge, პროგრამა გრაფიკული ფაილების ორგანიზებისთვის (დოკუმენტის კოპირება და სხვა საქაღალდეში გადატანა, წაშლა, ფავორიტის აღნიშვნა და სხვა). ეს არის დამოუკიდებელი პროგრამა, რომელიც იხსნება ფოტოშოპში და გამოიყენება საჭირო დაკუმენტების მოძებნა-გახსნისათვის.


ფოტოშოპის შექმნის ისტორია


ფოტოშოპში დოკუმენტის გახსნა, ამ პროგრამის გარეშეც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, არის უამრავი პროგრამები იგივე ფუნქციებით, რაც Adobe Bridge-ს აქვს, მაგრამ ეს პროგრამები ფოტოშოპში არ იხსნება.
რაც შეეხება სრული და პორტატული ვერსიების სისტემურ მოთხოვნებს, სრული ვერსია, დაახლოებით, 3 GB -ია. მუშაობს პროცესორზე, რომლის მეხსიერება არანაკლებ 1GB -ია, ხოლო მყარ დისკზე თავისუფალი ადგილი 2 GB -ი. პორტატული ვერსიისთვის საკმარისია 512 MB ოპერატიული მეხსიერება და 1 GB -ი თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე. პორტატული პროგრამების ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ არ საჭიროებს ინსტალაციას. პროგრამის ასამოქმედებლად საჭიროა პროგრამის საქაღალდის გახსნა, ფოტოშოპის გახსნის ღილაკის მოძებნა და მასზე ორჯერ დაწკაპუნება.


ფოტოშოპის შექმნის ისტორია და ვერსიები


უფრე მეტი მოხერხებულებისთვის, საჭიროა ამ ღილაკზე მაუსის მარჯვენა ღილაკით დაჭერა და გამოსულ კონტექსტურ მენიუში Send to პუნქტის არჩევა, ხოლო ქვე მენიუში, Decktop -ის. ამის შემდეგ, პროგრამის გახსნა, უკვე სამუშაო მაგიდიდან იქნება შესაძლებელი.
ფოტოშოპის ყოველი ახალი ვერსია, ძველი ვერსიის სრულყოფილი ვარიანტია. ერთი შეხედვით, ვერსიები ერთმანეთისგან არც ინტერფეისით და არც ხელსაწყოებით დიდად არ განსხვავდება, მაგრამ, ყოველი ახალი ვერსია, ახალი ხელსაწყოებით და ფუნქციებით არის გამდიდრებული.


ფოტოშოპის შექმნის ისტორია და ვერსიები

0
397
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0