საზოგადოება რა მოხდებოდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს რომ ჩამოსულიყო თბილისში "ბარსელონა?" 2015, 11 აგვისტო, 16:19 რა მოხდებოდა სააკაშვილის დროს რომ სწვეოდა თბილისს "ბარსელონა"?მოქალაქე ნენე დალაქიშვილი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდიდან საინტერესო ვერსიას გვთავაზობს:
„აი ის "შლეგი და პოპულისტი", თვითონ ხო დახვდებოდა აეროპორტში "ბარსელონას". ბაზამდეც გაყვებოდა, დააბინავებდა, სასადილოში გვერდითაც მიუჯდებოდა, პრეზიდენტის სასახლეშიც მიიღებდა, პუტინს ხო აგინებდა (მესის შეიძლება ღლეზე კიდია ვოვა, მარა მაინც). მერე მოკიდებდა ხელს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს, მიუყვანდა, ეტყოდა რომ მათი მამები რუსული აგრესიის დროს დაიღუპნენ ( მესი სავარაუდოდ დიდად ვერ გაერკვეოდა, მაგრამ ობოლი ბავშვების მიმართ გულგრილი ვერ დარჩებოდა), ავტოგრაფებს მიაცემინებდა და გაახარებდა. ამას იზამდა "ძუძუებისმკვნეტელი" მიშა. აეს "პინგვინი" კიდე, რას შვება, რას ბლატაობს, ვის დაკარგვია, გარდა საკუთარი შვილებისა, ვინმემ იცის?“ შეგახსენებთ, დღეს თბილისში საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ვარჯიშის დასრულების შემდეგ გუნდის ლიდერებმა გასახდელის შესასვლელთან მყოფ ბავშვებს ავტოგრაფები მისცეს და სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს. იმ ბავშვებს შორის, რომლებიც ბარსელონას ლიდერებთან ახლოს აღმოჩნდნენ, ირაკლი ღარიბაშვილის შვილები, ნიკოლოზი და ანდრიაც იყვნენ. ასე სულ დაახლოებით 20-მდე ბავშვს "გაუმართლა." 822 5-ს მოსწონს 1-ს არა
|