ჯანმრთელი კვება ყველაზე უცნაური ომლეტი - გემრიელი და დიეტური საუზმე, რომლითაც ყველას გააოცებთ 2015, 11 აგვისტო, 11:55 პაკეტში მოხარშული ომპეკტი ფრანგული სამზარეულოსთვის კარგად ნაცნობი საუზმეა. გარდა იმისა, რომ ძალიან ნაზი და გემრიელი გამოდის, იგი დაბალკალორიულიცაა და დიეტურ კვებაშიც გამოიყენება. ინგრედიეტები: 4 კვერცხი; 0, 5 ჩ.ჭ. რძე; 1 ჩ.კ. არაჟანი; მარილი ან შაქარი; 2 ხარშვაგამძლე პაკეტი 1. კარგად ათქვიფეთ კვერცხები. დაამატეთ რძე, არაჟანი და მარილი. ისევ განაგრძეთ თქვეფა, სანამ მაქსიმალურად ჰაეროვან მასას არ მიიღებთ. 2. მოათავსეთ მიღებული მასა პაკეტში, მოუკარგით თავი. კიდევ ერთ პაკეტში ჩადეთ და ისევ კარგად მოუკარით თავი. შემდეგ ჩადეთ მდუღარე წყალში და გააჩერეთ 30 წთ. 3. ნახევარი საათის შემდეგ ამოიღეთ, გახსენით პაკეტი და გადმოიღეთ ლანგარზე. ომლეტი შეგიძლიათ შიგთავსითაც მოამზადოთ. ამისათვის პაკეტში გადატანამდე დაუმატეთ დაჭრილი ბეკონი, ოდნავ მოხრაკული სოკო ან გახეხილი ყველი, სურვილისამებრ. თუ მარილის მაგივრად შაქარს დაამატებთ, ომლეტისგან შესანიშნავ დესერტს მიიღებთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ცოტაოდენი დარიჩინი ან მიხაკიც დაამატოთ. ამგვარად მომზადებული ომლეტი გამოდის ძალიან ნაზი, პირში დნება და ნაღების მსგავსი გემო აქვს. 753 7-ს მოსწონს 1-ს არა
|