საქართველო მორიგი სკანდალი ქართულ პოლიტიკაში: - "თუ შალიკიანი ოჯახიდან საცვლების ამარა რო გამოაჭენა თქვენმა „პაძელნიკმა" ოქრუაშვილმა, ეხლა თქვენ კარბელა უნდა არბენინოთ შარვლის ამარა?" ( + ვიდეო ) 2015, 10 აგვისტო, 12:59
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შშს განცხადებას ავრცელებს, სადაც ირკვევა, რომ გიორგი კარბელაშვილს დეპუტატის იმუნიტეტი იცავს, ხოლო მისი თანმხლები პირი კი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353 - 3 მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მის დაკავებას სოციალურ ქსელში " ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება უმცირესობის, ანუ "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსი პეტრიაშვილი.– "ბიძინა ბატონო! დედას გაფიცებ მითხარი, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდი! ამის გულისთვის რომ თქვენს სიმყუდროვეს ვერავინ დაარღვევდა, სხვებზე კარგად ვიცი! თუ ხელოვნურად და დაგეგმილად აკეთებ ამას, რომ მარტო ქოცები და ნაცები იყოთ ამ ქვეყანაში - ერთნი დამსჯელები, მეორენი - დასჯილები, თქვი შე კაცო პირდაპირ! რვა საათს ოპოზიციონერ დეპუტატს რო გამოკეტავ, ამით მარტო ქვეყანა რო ზარალდება, ამაზე არავინ არ ფიქრობთ? თუ შალიკიანი ოჯახიდან საცვლების ამარა რო გამოაჭენა თქვენმა „პაძელნიკმა" ოქრუაშვილმა, ეხლა თქვენ კარბელა უნდა არბენინოთ შარვლის ამარა? ეგაა თქვენი მასშტაბი ბატონო ბიძინა? მითხარი, რომ არაფერი არ იცოდი ბატონო ბიძინა!"-წერს პეტრიაშვილი. 712 8-ს მოსწონს
|