x
image
K.P.
ანიტა რაჭველიშვილი: "თბილისი - ჯოჯოხეთია! მარაზმსაც უნდა ჰქონდეს საზღვარი!"

image
ქართველი მეცო-სოპრანო, ანასტასია რაჭველიშვილი საზღვარგარეთ, კერძოდ კი იტალიაში მოღვაწეობს და ანასტასია რაჭველის სახელითაა ცნობილი. საზღვარგარეთ წასასვლელად და იქ თავის დასამკვიდრებლად რთული გზა განვლო, თუმცა უკვე წარმატებულ მომღერალს მიაჩნია, რომ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. "ძალიან გვიჭირდა, უმძიმეს პირობებში ვცხოვრობდით. ვშიმშილობდით, სხვა ელემენტარულ რაღაცეებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. როდესაც ჩემი სწავლისთვის დაგვჭირდა ფული, ვერაფერი მოვახერხეთ. ზამთარში რამდენიმე წყვილ წინდას და სანდლებს ვიცვამდი. ვიყინებოდით, სახლში არაფერი გვენთო, ყველა ერთად ვწვებოდით ლოგინში, რომ ერთმანეთი გაგვეთბო, მაგრამ, ახლა რომ ვფიქრობ, ნამდვილად ღირდა. თუ ეს გზა არ გამოიარე, ისე ვერაფერს მიაღწევ. ჩემი მონაცემები მილანის "ლა სკალა" აკადემიაში გავგზავნეთ. მხოლოდ ერთადერთი პრობლემა იყო – ფინანსები. ევროპაში წამოსასვლელი ფული არ გვქონდა. ვის არ ვთხოვეთ დახმარება: მთავრობას, ბიზნესმენებს, ცნობილ ადამიანებს, ოპერის დირექტორსაც კი, მაგრამ, ყველამ უარით გამოგვისტუმრა. ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა – ბანკში ჩაგვედო ბინა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ჩემი სტიპენდიის ნახევარს ჩემს მშობლებს ვუგზავნიდი, რომ ბანკის ვალი დაეფარათ. თვითონ ძალიან ცოტა მრჩებოდა და, ამიტომ, გამიჭირდა თავის გატანა იმ ორი წლის განმავლობაშ"-იხსენებს ანიტა.image

თავდაუზოგავი შრომის შედეგად ანიტა რაჭველიშვილი იტალიაში ცნობადი და ერთ-ერთი საუკეთესო ოპერის მომღერალია. ის თბილისში არსებული მდგომარეობით შეწუხებულია და შემდეგ პოსტს აქვეყნებს: "თბილისი - ჯოჯოხეთია აეროპორტიდან დაწყებული უკვე! ქაოსი, დეზორგანიზაცია, ციგნებს თუ ფულს არ მისცემ მანქანის დაჩხაპნით და ათასი საშინელებებით გემუქრებიან! და ვინ არის ნეტა მომხედავი და პატრონი?!

მანქანა მამაჩემმა 45 წუთი ვერ დააყენა. ხალხი რიგში დგას და ამით ფულს აკეთებენ! ჩემოდანს საათნახევარი ველოდებოდი! უზრდელურად გელაპარაკებიან! რომელი ერთი ვთქვა? დიდი მადლობა ასე რომ ზრუნავთ ჩვენზე!!!

მარაზმსაც უნდა ჰქონდეს საზღვარი! იმისთვის არ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება ორი წლის წინ, რომ ახლა ყოველ ნაბიჯზე ვნანობდე ჩადენილს!!! ჯობია ისევ უკან წავიდე!".image

1
421
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
421
  
2015, 2 აგვისტო, 19:33
ნუ გვამადლით თავს ქალბატონო,ჩვენც გამოვიარეთ იგივე,გვინდა იყოს უკეთესი მაგრამ ასეთიც გვიყვარს თბილისი,არ გავბოროტებულვართ
0 1 1