საზოგადოება მუსულმანმა გოგოებმა ფრანგი გოგონა სცემეს იმიტომ,რომ პლაჟზე ბიკინით იყო 2015, 30 ივლისი, 9:02 22 ივლისს მუსულმანი გოგონების ჯგუფი 16-იდან 24 წლამდე თავს დაესხნენ და სცემეს 21 წლის გოგონას, იმიტომ, რომ ბიკინებში ნებივრობდა პლაჟზე ლეო ლანგრაჟის პარკში. თან სად, საფრანგეთში! თავის სამშობლოში. თავიდან ისინი მიუახლოვდნენ ანჟელიკა სლოშს, რომელიც ირუჯებოდა და დაუწყეს ლანძღვა, გოგონამ უპასუხა მათ, ამის შემდეგ 5 ახალგაზრდა ქალი ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა.საბედნიეროდ გოგონას მალე მეგობრები და პარკის სხვა დამსვენებლები გამოესარჩლნენ. ამ შემთხვევამ ძალიან გააღეზიანა საზოგადოება, აღშფოთებულმა ქალებმა სოლიდარობის ნიშნად სოციალურ ქსელში განათავსეს თავიანთი ფოტოები ბიკინში გადაღებული. თავდასხმის ადგილზე გაიმართა საპროტესტო აქცია, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს ცოტა გრილოდა ქალებმა გაიხადეს და ბიკინის ამარა დარჩნენ. ანჟელიკამ სხეულის მსუბუქი დაიზიანება მიიღო რამდენიმე ადგილზე, მას გაუმართლა რომ საფრანგეთში ცხოვრობს და ხალხი მის დასახმარებლად გაეშურა, სხვა ქვეყანაში სეირის მოყვარულები ვიდეოს გადაღებას დაიწყებდნენ და "ფეისბუქზე" დაპოსტავდნენ. ცნობისთვის: ბიკინი პირველად საფრანგეთში გამოიგონეს 1946 წელს, ხოლო მისი სახელწოდება წარმოდგება ათოლა ბიკინისგან, ადგილი სადაც პირველი ატომური ბომბის გამოცდა განახორციელეს ამერიკელებმა.სარეკლამო სლოგანი იუწყებოდა:"ბიკინი-გახლეჩილი ატომი!" უფლებადამცველები ამაში ადანაშაულებენ ისლამს, რომელიც ემუქრება ფრანგულ საბაზისო ღირებულებებს, თან სად, საკუთარ ქვეყანაში, თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ ეს იყო უბრალოდ ორი ჯგუფის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შეკამათება. 829 8-ს მოსწონს
|