არქიტექტურა ოცი გასაოცარი ძეგლი, რომელთა ნახვა აუღელვებლად შეუძლებელია 2015, 29 ივლისი, 17:49 არქიტუქტურულ ხელოვნებას ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდამდე ჩაეყარა საფუძველი - ადამიანები უხსოვარი დროიდან ცდილობდნენ საკუთარი განცდები და ფიქრები ქვაში გამოეხატათ. ძველი დროიდან მოყოლებული ეს დარგი გამუდმებით ვითარდება და ამჟამად დედამიწაზე უამრავი ძეგლი, სკულპტურა და სტატუაა: ზოგი მათგანი ჩვენში ღიმილს იწვევს, ზოგი სევდას და ნაღველს; არსებობს არქიტექტურული ძეგლები, რომელთა ნახვა აუღელვებლად, ცივი გონებით შეუძლებელია. მათ დანახვაზე თვალები ცრემლებით გვევსება და ტანში ჟრუანტელი გვივლის, ზოგიც კიდევ უცნაური და იდუმალია და დიდი დაფიქრება გვმართებს, რომ გამოვიცნოთ, თუ რისი თქმა სურდა ხელოვანს ამ ძეგლით და რა ჩანაფიქრი დევს მასში. სწორედ ასეთი არასტანდარტული, უცნაური და განსხვავებული სკულპტურების ტოპ-ოცეულს გთავაზობთ დღევანდელ პოსტში.
"უცნობი გამვლელის ძეგლი", ვაცლავა, პოლონეთი "მოგზაური", მარსელი, საფრანგეთი ძეგლი საკონცერტო დარბაზ De Vaartkapoen-თან ახლოს, ბელგია, ბრიუსელი "მდინარის ადამიანები", სინგაპური "მოჩვენება", კლაიპედა, ლიტვა "თავისუფლება", ფილადელფია, აშშ "მშრომელი ადამიანი" (მდებარეობა ვერ დავადგინე) პისტოლეტი გადანასკვული ლულით, ნიუ-იორკი, აშშ ზიგმუნდ ფროიდის ძეგლი, პრაღა, ჩეხეთი ნელსონ მანდელა, სამხრეთ აფრიკა მეორე მსოფლიო ომის სცენა, ეჯეაბადი, თურქეთი "იგუანების პარკი", ამსტერდამი, ნიდერლანდები "ობობა", ლონდონი, დიდი ბრიტანეთი "ჩაძირული ბიბლიოთეკა", მელბურნი, ავსტრალია "ბეჰემოთები", ტაიბეი, ტაივანი "უცნობი ადამიანი", რეიკიავიკი, ისლანდია "მუსტანგები", ლას-კოლინასი, აშშ "კელპები", გრანჯემუტი, დიდი ბრიტანეთი "ზვიგენი", ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი "ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე", ბუდაპეშტი, უნგრეთი. ძეგლი ეძღვნება ჰოლოკოსტის მხვერპლ მეორე მსოფლიო ომში 1347 12-ს მოსწონს |
Памятник водопроводчику, Братислава.