x
image
მანჩო 777
Wat Rong Khun-თოვლივით თეთრი ტაძარი ტაილანდში
ტაილანდი-ეს ნამდვილი საოცრებების ქვეყანაა. ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის ამ ქვეყანაში მისი ღირსშესანიშნაობების სანახავად. დღეს მინდა ერთ-ერთ ასეთ არქიტექტურულ ძეგლზე მოგითხროთ. ესაა თოვლივით თეთრი, უმშვენიერესი, ულამაზესი ტაძარი Wat Rong Khun.

image

მისი სპეტაკი სილამაზე გნუსხავთ, გიმონებთ და თვალებს გჭრით. ეს არატრადიციული ბუდისტური ტაძარი ცნობილია, როგორც
"თეთრი ტაძარი" და ის მდებარეობს ჩიანგრაის პროვინციაში.ტაძარს ხშირად "ტაილანდის მარგალიტს" უწოდებენ და ეს სახელწოდება სრულად შეფერება მის სილამაზეს.

imageimageimage



უნდა აღინიშნოს, რომ ტაძარი სავსებით თანამედროვეა:მისი მშენებლობა დაიწყო 1997 წელს, თუმცა არქიტექტორმა ამ იდეის მოფიქრებას მთელი 20 წელი მოანდომათუმცა ის, რაც მან შექმნა, არქიტექტურის ნამდვილი შედევრია. ალბათ რთულია სიტყვებით ამ მშვენიერების გადმოცემა, ეს უნდა ნახო!

image

თეთრი ტაძარი წარმოადგენს სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარს, ის შეღებილია თეთრ ფერში, დაფარულია სარკისებრი მოზაიკით და სიმბოლურად აღნიშნავს ბუდას სისპეტაკეს. არქიტექტორის ჩანაფიქრით, ტაძარი წარმოადგენს სამოთხის სიმბოლოს. ტაძრამდე რომ მიაღწიოთ, უნდა გაიაროთ ჯოჯოხეთის კარიბჭე წამების და ტანჯვის ბილიკით, სადაც ბილიკის ორივე მხარეს შენკენ მუდარით გამოწვდილი ხელებია. ეს საკმაოდ საშინელი, ჟრუანტელისმომგვრელი სანახაობაა.

imageimage

ამ ბილიკის გავლის შემდეგ შეგხვდებათ რახის ქანდაკება-მითების მიხედვით ეს არის დემონი-გველეშაპი, რომელიც დაბნელების დროს მზეს ყლაპავს. ამის შემდეგ უკვე ხიდია პატარა ტბორზე, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს ორი სამყაროს გამყოფ მდინარეს.

imageimageimageimageimageimage

ტაძართან მიახლოებისას უამრავი ფიგურა თუ სტატუა გხვდებათ, სახურავი მორთულია ქანდაკებებით, რომლებიც ბუნების სტიქიებს აღნიშნავენ.

imageimageimageimageimage

მაგრამ საინტერესოა, მაინც რა იმყოფება ამ ულამაზესი და საიდუმლო ტაძრის შიგნით. ამაზე უკვე სხვადასხვა ლეგენდები დადის. საქმე იმაშია, რომ ფოტოტექნიკით იქ შესვლა სასტიკად აკრძალულია.

image

ტაძარში არის ბუდას ორი ქანდაკება და მისივე უზარმაზარი გამოსახულება, მოპირდაპირე კედელი კი მორთულია წარწერებით, რომლებიც გვამცნობენ ბოროტსა და კეთილს შორის საუკუნო ბრძოლას.

imageimage

იმის მაგივრად, რომ კედლებზე გამოესახათ ბოროტებასთან მებრძოლი ისტორიული გმირები, კედლები მოხატულია თანამედროვე ფილმების გმირების ნახატებით, ოღონდ მათში ჩადებულია ბუდისტური კონტექსტი. აქ გვხვდება ბეტმენი, სუპერმენი და კიანუ რივზიც კი ნეოს როლში "მატრიციდან", ჯედაი "ვარსკვლავური ომებიდან", რობოტები და კიდევ უამრავი თანამედროვე პერსონაჟი.

image


გვერდითი კედლების მოხატვა ჯერ კიდევ არაა დამთავრებული, მაგრამ აქ უკვე შეგვიძლია ვიხილოთ "ტყუპების" აფეთქება თვითმფრინავით აშშ-ში, აქვეა კოსმოსური ხომალდები და სცენა, რომელიც გამოხატავს დედამიწის დაღუპვას.

image

სავარაუდოდ, ეს ქანდაკებები ბოროტებას გამოხატავენ.

imageimage

ვფიქრობ, საინტერესო და უჩვეულო მოგზაურობა გამოგვივიდა ტაილანდის საიდუმლო, ულამაზეს თეთრ ტაძარში, იქნებ ზოგ თქვენგანს იქ მოგზაურობის სურვილიც კი გაგიჩნდეთ.

imageimage



2
170
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
170
  
2014, 2 მარტი, 22:56
მართლაც კარგი სანახავია:)
2014, 2 მარტი, 22:45
დიდი სიამოვნებით ვნახავდი
0 1 2