არქიტექტურა ტუალეტების ჩანჩქერი ჩინეთში 2014, 3 მარტი, 20:38 ჩინეთის ქალაქ ფოშანში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ეგზემპლარი თანამედროვე სტრიტ-არტისა-ეს არის ჩანჩქერი, რომელიც შექმნილია 10 000 უნიტაზის, სააბაზანოს ნიჟარისა და პისუარისაგან.
მთელი ექსპოზიცია იკავებს უზარმაზარ კედელს, რომლის სიგრძე 100, ხოლო სიმაღლე 5 მეტრია. ეს ჩანჩქერი თავიდან შემუშავებული იქნა ფაიფურის და კერამიკის ფესტივალისათვის, რომელიც ფოშანში ჩატარდა 2009 წელს. თუმცა შემდეგ ეს ხელოვნების მეტად უცნაური ნიმუში ადგილობრივი ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ამ ქმნილების ავტორი ჩინელი მხატვარი ჰიუ იუნია. მან და მისმა გუნდმა 2 თვე მოანდომეს ყველა დეტალის კედელზე დამაგრებას. სკულპტურის ნაწილები მათ მთელი ქვეყნიდან შეაგროვეს. მათი ნაწილი ქარხნული წუნია, ნაწილი კი მოსახლეობის მიერ ნაჩუქარი, მათ შორის ბევრია უცხოელებისაგან გამოგზავნილი. წყალი ყოველთვის არ მოედინება, თუმცა ჩანჩქერის ყველა ელემენტი შეერთებულია ონკანთან და ისინი პერიოდულად კასკადურ ჩანჩქერს ქმნიან, რომლის სანახავადაც ქალაქ ფოშანს უამრავი ტურისტი სტუმრობს. 179 10-ს მოსწონს
|