საქართველო ალეკო ელისაშვილი: კატეგორიულად მოვითხოვ, რომ დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა დატოვოს საქართველოს პარლამენტი 2015, 23 ივლისი, 17:31 თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოსო ჯაჭვლიანის სკანდალურ გამოსვლას საქართველოს პარლამენტის სხდომაზე თავის საკუთარი "ფეისბუქის" გვერდიდან გამოეხმაურა.
„მე, როგორც მოქალაქე და როგორც გადასახადის გადამხდელი კატეგორიულად მოვითხოვ რომ დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა დატოვოს საქართველოს პარლამენტი ! გუშინ რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ არც სასაცილოა და არც მხოლოდ სამარცხვინო, ეს არის დაუშვებელი ! კარგი იქნება თავად თუ გააცნობიერებს ბატონი ჯაჭვლიანი გუშინდელი ფაქტის სიღრმეს და თავად იტყვის მანდატზე უარს. არ მინდა უხერხულობასა და სირცხვილში და აქედან გამომდინარე ქვეყნის იმიჯის შებღალვაში - ვიხდიდე ყოველ თვე ათასობით ლარს”. შეგახსნებეთ, პარლამენტის უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა აკაკი ბობოხიძის რეპლიკას უპასუხა რუსეთის მონატრებაზე, 37 მანეთიან ბილეთებზე და 10 მანეთიან ბოზებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხოლო კვირის პალიტრასთან ინტერვიუში იმ "10 მანეთიანი ქალბატონების" სახელებიც ჩამოთვალა, ვისთანაც "უმუშავია":" "სანამ ცოლს მოვიყვანდი, თამაშისა და მუშაობის უფლება არ მქონდა? სვეტლანა ტომა, პროკოლოვა, ვერა სარანოვა, უკრაინელი გალინა, ერთი მახსოვს, "მის რასია" იყო, ქართველებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ... "-განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა. 1153 6-ს მოსწონს 1-ს არა
|