x
image
natia.a
თორნიკე ყიფიანის სკანდალური განცხადება: "ძალიან მინდა ეს ამბავი მთავარ ორგანიზატორამდე მივიდეს"

image
„იქს ფაქტორი 2014“-ის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე მას ფონოგრამაზე სიმღერა და ჰონორარის ნაცვლად ჭამა-სმა შესთავაზეს:


„ერთი ამბავი მინდა გითხრათ. ზოგადად ვცდილობ ყოველთვის თავი შევიკავო, მაგრამ ძალიან ბევრი მეკითხება ამ თემასთან დაკავშირებით და... შარშან X ფაქტორში მივიღე სერთიფიკატი, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალის, გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობის უფლებით, რაც ძალიან გამიხარდა და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარეს, ალექსი ახვლედიანს, ჩემდამი სიმპატიის გამოხატვისთვის. თუმცა დღეს დღეობით, ვეღარ ვხვდები ეს მოვიგე თუ წავაგე, რადგან დამიკავშირდა ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და შემომთავაზა პლუს ფონოგრამაზე გამოსვლა(რომელიც გულისხმობს ვითომ სიმღერას) რისი წინააღმდეგიც ვიყავი და ვარ დღემდე... ასევე ბევრი მელაპარა უსახსრობაზე, უფულობაზე, რომ არ გვაფინანსებს არავინო და შემპირდნენ რომ მაჭმევენ და წყალს დამალევინებენ. სირცხვილია, უნამუსობა და შეურაცხყოფაც. უპატივცემულობაა არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ზოგადად მუსიკოსების მიმართ. ვფიქრობ ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მივიღო იმ შემთხვევაში თუ რაიმეს არ გამოასწორებს ვინმე. ძალიან მინდა ეს ამბავი მთავარ ორგანიზატორამდე მივიდეს, რადგან მგონია ვიღაცა რაღაცას "ღრმად იდებს" და თუ მომეხმარებით და "დააშეარებთ" მადლობელი დაგრჩებით. პატივისცემით თქვენი ყიფო“ - წერს თორნიკე ყიფიანი.

0
369
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0