x
image
სალო123
სტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახის საგანგებო განცხადება

image13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს და თხოვნით მიმართავს საზოგადოებას:
"13 ივნის მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სერგო კაპანაძის ოჯახსს გვსურს გავაკეთოთ განცხადება და თხოვნით მივმართოდ იმ ადამიანებს რომლებიც 13 ივნისს იმყოფებოდნენ იმ ადგილას სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა და თავი დააღწიეს იმ საშინელებას, რაც იქ ხდებოდა და ცოცხლები გადარჩნენ.
გვინდა თხოვნით მივმართოთ, რომ შევიკრიბოთ მზიურის ტერიტორიაზეე სტიქისს ეპიცენტრში, რათა პატივი მივაგოთ იმ დაღუპულ ადამიანებსს რომელთა ცხედრები ნაპოვნი იქნა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ დაკარგული ადამიანები ოჯახებს რომელთა ნახვაც ვერ ხერხდებაა. ჩვენი ოჯახის მზიურის ტერიტორიაზე შეკრების და თხოვნის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ სტიქიიდან უკვე 40 დღე გავიდა და ამ დრომდე ვერ მოხერხდა ჩვენი ოჯახის წევრის სერგო კაპანაძის ცხედრის პოვნა. მოხდეს იმ ღამის გახსენება ყველა იქ მყოფი გადარჩენილი ადამიანის მიერ და კიდევ ერთხელ აღვადგინოთ ის სურათი თუ როგორ დაიწყო ყველაფერიი და რა მოხდა იმ ღამეს.
რადგან მათი მონათხრობიდან და უშუალოდ მათი მოსმენით შეიძლებაა ჩვენთვის რაიმე უცხო გარემოება გამოიკვეთოს, იქნებ ვინმემე დაინახაა ის დაკარგული ადამიანები რომელმა დინებამ წაიღო, სად შეიძლებაა კიდევ დაიწყოს ძებნ ა და სხვა გარემოებები რომლებიც ჩვენთვის ამ დრომდე უცნობიაა და რაიმე ახალი ხელჩასაჭიდი ფაქტი გამოგვრჩა და ამ ადამიანები მონათხრობის შემდეგ მოხდეს რეაგირება იმ უცნობ დეტალებზე რომლებიც გამოიკვეთება.
ამ განცხადების გაკეთების საფუძველს გვაძლევს ის, რომ ჩვენი ძალებით ხდება იმ სამძებრო სამუშაოების ჩატარება, რომლებიც ტარდება და ტარდებოდა ამ ბოლო პერიოდის გამავლობაში. ჩვენი მოთხოვნით ხდებოდა მაშველების და თავდაცვის ტექნიკის გაოყოფა საძებრო სამუშაობეის ჩატარება, რის გამოც გვინდა მადლობა გადავუხადოთ თავდაცვის სამინისტროს და ყველა იმ მაშველს რომლებიც ჩვენ გვერდით იყვნენ.
რისი თქმაც არ შეგვიძლია შშს სამინისტროზე და მერიის სამსახურზე. ვთვლით რომ არ მიმდინარეობს სათანადოდ იმ პიროვნებების ძებნა რომლებიც ამ დრომდე დაგარგულად ითვლებიან, არ მომხდარა სათანადოდ იმ სიტაციის შესწავლა რაც 13 ივნის საღამოს ვაკე-საბურთაოს გზაზე დატრიალდა. არ იქნა აღდგენილი სურათი იმ ადამიანების მიერ რომლებიც უშუაოდ იქ იმყოფებოდნენ, სწორედ ამიტომ გულგრილობის გამო მივმართავთ თხოვნით იმ ადამიანებს მოვიდნენ და გაიხსენონ თუ ინ როგორ დააღწია თავი და ვინმეს ხომ არაფერი შეუნიშნავს ისეთი რაც ჩვენთვის ხელჩასაჭიდი იქნება იმისთვის რომ ვიპოვოთ ჩვნი ოჯახის წევრი.
შევიკრიბებით მზიურის ტერიტორიაზე 23.07.2015 19:00 სთ.
მადლობა ყველას ყურადღებისთვის"

0
281
1-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0