X ფაქტორი 2015-ის დასრულებას პროექტის ერთ-ერთი მენტორი, სოფო ნიჟარაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შემდეგი პოსტით ეხმაურება:
„და აი დასრულდა X ფაქტორი 2015! მინდა მივულოცო გამარჯვება კეთილ ჯარისკაცს გიორგი ნაკაშიძეს და მის მენტორსა და ჩემს მეგობარს გიორგი გაბუნიას, ბევრი იშრომეს, დაუღალავად, გადადეს თავი ამ გამარჯვებისთვის და მოიპოვეს კიდევაც.
მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს კონკურსანტს, ჩემს უსაყვარლეს და უნიჭიერეს ნინის ერთად გატარებული ბევრი საინტერესო დღეებისთვის, ასევე იმისთვის რომ მიზანდასახულად შრომობდა, ბოლო ენერგიას არ იშურებდა და სულ ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა გამარჯვებამდე, მაგრამ მთავარი გამარჯვება, რომელისაც ხალხის სიყვარული ჰქვია, სამივე ფინალისტმა მოიპოვა, ამიტომ ესაა მთავარი და ვფიქრობ ჩემი ნინი კიდევ ბევრჯერ გვასახელებს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც!
მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ყველას, პირველ რიგში ჩვენს გიორგის და დემნას, საქართველოში ნომერ პირველი მუსიკალური შოუს შექმნისთვის, რუსთავი ორს, მის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელიც ყველა კონკურსანტს და მენტორს მხარში გვედგა სულ, მოცეკვავეებს, ბეკ-ვოკალისტებს, რომლების გარეშეც მუსიკალური ნომრები არ იქნებოდა ისეთი ხარისხიანი, პედაგოგებს მანანას და სოფოს, ქორეოგრაფს საიმონს, ყველა ტექნიკურ პერსონალს, ოპერატორებს, რუსთავი 2ის ბავშვებს, რომლებიც ცივ ნიავს არ გვაკარებდნენ, ოლია სპირინას და სალონის "მელანჟი" ალინას გრიმისა და ვარცხნილობისთვის და დათუნა სულიკაშვილს ჩემი ჩაცმულობისთვის! მადლობა ყველა სპონსორს, ვინც ჩემი ნინი პრიზებით დაასაჩუქრა, რუსთავი 2, "თბილისი 2015", "ფრესკო", "მელანჟი"…
რა თქმა უნდა მადლობა ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს, გიორგის, ანრის და თამთას… მომენატრებით.“- წერს მომღერალი.