სხვა გოგონა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი პირი აქვს 2015, 17 ივლისი, 23:27 ავსტრალიელი კინემატოგრაფისტი აბრაჰამ ჟოფე (Abrahem Joffe) - გინესის რეკორდების წიგნის დიდი ფანატია. ერთხელ ის შემთხვევით წააწყდა გოგონას, სახელად ატაიე ელიგიდაგნეს (Ataye Eligidagne) და მაშინვე რეკორდზე დაიწყო ფიქრი.
ავტრალიური გადამღები ჯგუფი, რომლის შემადგენელობაში აბრაჰამიც შედიოდა, აღმოსავლეთ აფრიკაში მოგზაურობდა, სადაც დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ . სწორედ ეთიოპიაში მოგზაურობის დროს შეხვდა რეჟისორი ატაიეს. ამ ოცი წლის გოგონას ტუჩები თავისუფლად შეიძლება გახდეს გინესის წიგნის რეკორდსმენი. ოღონდ საკითხავია, ჩავლენ თუ არა გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები ეთიოპიის იმ მიყრუებულ სოფელში, სადაც მომავალი რეკორდსმენი ცხოვრობს. ამ მომენტისათვის ატაიეს ტუჩების დისკის დიამეტრი 19, 5 სანტიმეტრს შეადგენს, ხოლო ხოლო თავად ტუჩის გარშემოწერილობა - 59, 5 სანტიმეტრს. ეთიოპიაში ასეთი მორთულობები ძალიან პოპულარულია და მას ბევრი გოგონა იკეთებს. გიგანტური დისკის სახით წარმოდგენილი ეროვნული მორთულების ტარება ქალმა სამი წლის ასაკიდან დაიწყო. ეს იმ ტომის ტრადიციაა, რომელსაც ატაიე ეკუთვნის და ყველა ქალი ვალდებულია, ატაროს ეს დისკი. ატაიე ამბიბს, რომ როდესაც ექიმებმა მას დისკი ჩაუდგეს, ეს სულაც არ იყო მტკივნეული პროცედურა. ის ძალიან ამაყობს თავისი გარეგნობით და ბედნიერია, რომ მთელ სოფელში ყველაზე დიდი დისკის გაკეთება შეუძლია. 785 14-ს მოსწონს
|