დღესდღეიბით გენმოდიფიცირებული პროდუქტების თემა საკმაოდ აქტუალურია, რადგან ჩვენ ყველა ვცდილობთ ჯანსაღად ვიკვებოთ და წარმოდგენაც კი არ გვაქვს იმ გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ, რომლებსაც მივირთმევთ, არ ვიცით გვნებს თუ არა იგი. ამიტომ გადავწყვიტე აგიხსნათ უქმნის თუ არა ამგვარი საკვები საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას და ზოგადად რა არის “გმო''?!
გენმოდიფიცირებული საკვები მიიღება ხელოვნურად შექმნილი თესლებისგან, რომლებიც შეიცავენ თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით მიღებულ გენომს. უფრო მარტივად კი “გმო'' პროდუქტი შესაძლოა მიიღონ გამორჩეული ინდივიდუალური გენების, ერთი ორგანიზმიდან სხვა ორგანიზმში ჩანერგვით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ორგანიზმები არ არიან ერთმანეთთან სახეობრივ კავშირში. მაგალითად, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვეულებრივი ბანანი თევზის გენებით იყოს მოყვანილი. (აღარ დავწერ უფრო საშინელ ვარიანტებს). ეს უკანასკნელი ზრდის მოსავლის რაოდენობასა და ზომას. მიღებული პროდუქტი კი თითქმის არ შეიცავს ვიტამინებს.
როგორც ხედავთ, ვიტამინების არარსებობის გამო, გენმოდიფიცირებულმა საკვებმა შეუძლებელია სარგებელი მოგვიტანოს. მაშ რატომ არის დღემდე გაყიდვაში მსგავსი პროდუქცია? პასუხი მარტივია. გენმოდიფიცირებული პროდუქცია დაბალი ღირებულებისაა, ამასთან ერთად ამ პროდუქციის შენახვის ვადები გაცილებით ხანგრძლივია, ხოლო საკვები ღირებულება მაღალი.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების ნაწილი გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტებს სავსებით უსაფრთხოდ თვლის, მინდა გაგაფრთხილოთ: გენმოდიფიცირებულ მცენარეთა უჯრედებში შესაძლებელია მოხდეს ადამიანისათვის საშიში ნივთიერებების (ტოქსინების, ალერგინების) სინთეზირება, რაც საზიანოა როგორც ადამიანისათვის, ისე ეკოსისტემისთვის! ამიტომ ჩემი რჩევა იქნება მოერიდოთ მსგავს პროდუქციას და მისცეთ საკუთარ თავს უფლება, რომ ჯანსაღი საკვებით იკვებოთ, თუმცაღა წარწერა ეტიკეტზე „არ შეიცავს “გმო“-ს თითქმის ყველგან გვხვდება, მაგრამ იგი ხშირ შემთხვევაში სინამდვილეს არ შეესაბამება. P.S მე არ ვეწევი “გმო'' პროდუქციის ანტი-კამპანიას, ანტი-რეკლამას. უბრალოდ, თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ რას ჭამთ! თქვენ გაქვთ თავისუფალი არჩევნის უფლება!