ნამცხვრები მარტივი ხილის ტორტი 2012, 23 მაისი, 14:46 მარტივი ტორტი
ბისკვიტი: 200გრ პეჩენია(იუბილეინი) 200გრ ხალვა (შეიძლება ამის გარეშეც) 1/4წვრილად დაჭრილი კაკალი 100გრ გამდნარი კარაქი სუფლე: 500გრ ნაღები ( სლივკები) 6ს/კ შაქრის ფხვნილი 20გრ ჯელატინი 1კგ მარწყვი მომზადების წესი: 1 დააქუცმაცეთ პეჩენია+ხალვა+კაკალი +გამდნარი კარაქი და აურიეთ ერთმანეთში.ჩადეთ ან გამჭვირვალე ჯამში ან ფორმაში(მოკლედ სადაც გინდათ) და ერთ სისქეზე ხელითვე შეასწორეთ.შედგით მაცივარში. 2 ცალკე ქვაბში 100გრ წყალში გააცხელეტ ჯელატინი.სანამ გაგრილდება სალკე ჯამში ერთმანეთში კარგად ათქვიფეთ სლივკები და შაქრის ფხვნილი, ჩაამატეთ გაგრილებული ჯელატინი და ისევ ათქვიფეთ.გამოვა სუფლე. 3 გამოიღეთ მაცივრიდან ფორმა დაადეთ მაწყვი(შეიზლება სხვა ხილიც) გადაუსვით სუფლე. ზემოდან მორთეთ გემოვნებისამებრ და შედგით მაცივარში .თუ გეჩქარებათ გასინჯვა შეგიზლიათ საყინულეში.(ოგონდ არ გაყინოთ) თუ არ გაქვთ ხალვა, კაკალი არ არის პრობლემა შეცვალეთ თხილით, ნუშით, მიწის თხილით 7742 12-ს მოსწონს
|