x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საზეიმო ვაფლები
საზეიმო ვაფლი



ინტერნეტში 30-ზე მეტი სქელი ვაფლების რეცეპტია. ბევრი რეცეპტი მოვსინჯე. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ეს რეცეპტი აღმოვაჩინე, ექსპერიმენტები შევწყვიტე. ეს საუკეთესო ვაფლის რეცეპტია, იმ რეცეპტებს შორის, რაც მე ვნახე.


მასალა:


მარგარინი - 150 გრ.


შაქარი - 125 გრ.

მარილი - ერთი მწიკვი

ვანილიანი შაქარი - 1 შეკვრა

კვერცხი - 3 ც.

პურის ფქვილი - 100 გრ.

სახამებელი - 100 გრ.

სოდა - 1/4 ჩ. კ.

არაჟანი - 4 ს. კ.


მომზადება:


1. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ცილა ცოტა ხნით შედგით მაცივარში.

2. დარბილებული მარგარინი, შაქარი და ვანილიანი შაქარი აქაფებამდე ათქვიფეთ.

3. დაამატეთ კვერცხის გული ცალ-ცალკე. თითოეული გულის დამატების შემდეგ, კარგად ათქვიფეთ.

4. ერთმანეთს შეურიეთ სოდა და ფქვილი და შეათქვიფეთ მასას.

5. დაამატეთ სახამებელი და შემდეგ, არაჟანი.

6. კვერცხის ცილას დაამატეთ მარილი და ისე ათქვიფეთ, რომ თასის გადმობრუნების შემთხვევაში არ გადმოვიდეს (ძალიან ფუმფულა და მკვრივი უნდა იყოს).

7. ცილა ხის კოვზით, ფრთხილად, შეურიეთ დანარჩენ მასას. მოურიეთ მხოლოდ ქვევიდან ზევით და არა წრიულად.

8. გამომცხვარი ვაფლები ერთმანეთზე არ დააწყოთ, ვიდრე არ გაცივდება.

P. S. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ შაქრის პუდრა მოაყაროთ.

გემრიელია ვაფლი შოკოლადის კრემებთან ერთადაც.



0
305
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0