ვარსკვლავები დავით ნარმანიას მეუღლე და მისი სკანდალად ქცეული ჩაცმის სტილი (+ფოტოები) 2015, 14 ივლისი, 19:38 თბილისის მერი დავით ნარმანია და მისი მეორე ნახევარი თიკა თინიკაშვილი მთელი საქართველოს და განსაკუთრებით თბილისელების ყურადღების ცენტრშია. მიუხედავად "ქართული ოცნების" დიდი მხარდაჭერისა დავით ნარმანიას არჩევნების მოგება გაუჭირდა, მეორე ტური გახდა აუცილებელი. დავით ნარმანია დაქორწინებული გახლავთ თიკა თინიკაშვილზე. წყვილმა ერთმანეთი უნივერსიტეტში დაიწყო. ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. "ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. პროფესიით ეკონომისტი ვარ და დათოს სტუდენტი ვიყავი. დაახლოებით ორი წელი გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, 2008 წელს დავქორწინდით. სანამ ლექტორისა და სტუდენტის სტატუსი გვქონდა, ნაკლებად ვახერხებდით შეხვედრას. უხერხული იქნებოდა. გაიცნო ჩემი მშობლები, მერე გვქონდა ნიშნობა და სვეტიცხოველში დავიწერეთ ჯვარი"-იხსენებს თიკა. წყვილს სამი შვილი ჰყავს, ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. უმცროს ქალიშვილს სახელი პატრიარქმა შეურჩია და როგორც ოჯახის მესამე შვილი გოგონა უწმინდესის ნათლულია. თბილისის მერს შვლების აღსაზრდელად დრო ნაკლებად რჩება, თუმცა სანამ ამ სპასუხისმგებლო თანამდებობას დაიკავებდა მანამდეც ქალბატონ თიკას აწვა კისერზე საოჯახო საკითხები. თბილისის მერის მეუღლე ნაკლებადაა ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებასა თუ სოციალურ საკითხებში. თიკა მაინც ახერხებს საზოგადოეის ყურადღების ცენტრში ყოფნას. ქალაქის პირველი ქალბატონი საკუთარი ჩაცმის სტილის გამო ხშირად ეხვევა კანდალებში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე თიკას შაბიაბნისფერი სამოსი დღის სკანდალად იქცა. ქალაქის პირველ ლედის ჩაცმულობასა და გემოვნებას ბევრი უწუნებდა. როგორც გაირკვა ქალბატონ თიკას საკუთარი მკერავიც კი ჰყოლია, რომელიც ნებისმიერი დიზაინის სამოსს უკერავს: "მყავს მკერავი, ვისაც ჩემს დიზაინს მივუტან და ყველაფერს მიკერავს-ქვედაბოლო იქნება თუ კაბა. მე კმაყოფილი ვარ". ახლა კი გთავაზობთ ფოტოებს, რომლებზეც თიკა თინიკაშვილის რამდენიმე ლუქია მოცემული. 804 2-ს მოსწონს
|