x
image
natia.a
“ჯეირანი: ქვა, მაკრატელი, ბადე“ - საიდუმლო, რომელიც თამაშის მოგებაში დაგეხმარებათ
image
„ქვა, მაკრატელი, ბადე“ - ეს ყველასათვის ნაცნობი თამაში საქართველოში „ჯეირანის“ სახელოწოდებითაა ცნობილი. მას ყველა ასაკის ადამიანი თამაშობს, ძირითადად სანაძლეოზე ან რაიმე სადავო საკითხის გადასაწყვეტად. ალბათ ბევრი თქვენგანი თვლის, რომ მასში მოგება მხოლოდ და მხოლოდ გამართლებაზეა დამყარებული, მაგრამ ასე არაა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს რამდენიმე კანონზომიერება, რომელიც დაგეხმარებათ თამაში ყოველთვის თქვენი გამარჯვებით დაასრულოთ.


მაშ ასე, პირველ რიგში შეგახსენებთ თამაშის წესებს: ქვა ტეხავს მაკრატელს, მაკრატელი ჭრის ბადეს, რომელიც თავის მხრივ, ეფარება ქვას.
image


ჩინელი მკვლევარების გუნდმა ჩჟენცზიანის უნივერსიტეტიდან ამ თამაშზე ჩაატარა მრავალი კვლევა და დაკვირვება, რომელთა შედეგების საფუძველზე გამოვლინდა რამდენიმე კანონზომიერება:


- მოთამაშე, რომელმაც მოუგო მოწონააღმდეგეს მიმდინარე პარტიაში, თთქმის ყოველთვის იმეორებს თავის ქმედებებს შემდეგ რაუნდში.

- მეორე მხრივ, თუ მოთამაშე აგებს ორ-სამჯერ მიყოლებით, იგი შეწყვეტს წარუმატებელი კომბინაციის გამოყენებას და შეეცდება „გაჭრას“ სწორედ ის ნიშანი, რომლითაც მოწინააღმდეგემ მოუგო.


აქედან გამომდინარე შეიძლება გამოვთვალოთ თამაშის შემდეგი სტრატეგია:

- თუ შენ წინა პარტიაში წააგე, აჩვენე ის ნიშანი, რომელიც შენი მოწინააღმდეგის მიერ
ბოლოს ნაჩვენებ (ანუ მისთვის გამარჯვების მომტან) ნიშანს „ჭრის“.


- თუ
წინა პარტია მოიგე, აღარ გაიმეორო ბოლოს ნაჩვენები ნიშანი და მის მაგივრად აჩვენე
წაგებული მოწინააღმდეგის ბოლო კომბინაცია.


რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონზიმიერება:
image

ძლიერი სქესის წარმომადგენლები, როგორც წესი, უფრო ხშირად პირველად ქვას ირჩევენ, ამიტომ თუ თქვენი მოწინააღდეგე მამაკაცია, პირველ ჯერზე სცადეთ ბადის ჩვენება.


თუ თქვენ გამოცდილ მოთამაშეს ეჯიბრებით, არსებობს დიდი ალბათბა, რომ იგი ეცდება თქვენს გულუბრყვილობაზე ითამაშოს და პირველად ბადეს აჩვენებს. ამიტომ გამოიყენეთ მაკრატელი.



დაიმახსოვრეთ, რომ თუ მოწინააღმდეგემ ორჯერ ზედიზედ აჩვენა ქვა, ესე იგი ეს ადამიანი ცდილობს გამოუცნობი იყოს და უმეტეს შემთხვევაში მესამე ჯერზე მაკრატელს აჩვენებს. ამიტომ თქვენ ქვა აჩვენეთ.


ყურადღება მიაქციეთ მოწინააღმდეგის თითებს. სულ უბრალო მოძრაობები გიკარნახებს რომელი სვლის გამოყენებას აპირებს მოწინააღმდეგე. თუ ყველა თითი დაძაბულია, ესე იგი აჩვენებს ქვას; თუ პირიქით, ყველა თითი მოდუნებულია, ესე იგი ბადეს აირჩევს; თუ მხოლოდ ორი თითია დაძაბული, მაშინ მისგან მაკრატელს უნდა ელოდოთ.


ბადეს თამაშში ყველაზე იშვიათად იყენებენ — 29, 6 %. უფრო ხშირად გვხვდება მაკრატელი— 35%. ყველაზე ხშირად კი აჩვენებენ ქვას — 35, 4 %. ამიტომ გამოიყენეთ მოულოდნელობის ეფექტი.


image








0
936
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
936
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0