გრიგოლ ვაშაძე–". ამ დროს რა აღელვებს მოქალაქეებს? სუპერთასის ბილეთები და ვინ ვისზე ქორწინდება აშშ-ში. მართლა გასკდა გული"
ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, საზოგადოება "ივერიას" ერთ ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე "ფეისბუქის" მომხმარებლების თხოვნით რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვრების გადმოწევას ეხმაურება მასზე ხელისუფლების და საზოგადოების რეაქციას აფასებს.
"და
რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რასაც ბოლო 2, 8 წელიწადია ვიძახით?
მოკავშირეები გავანაწყენეთ, გავლანძღეთ ან გავწიეთ გვერდზე“ უკრაინის
წინააღმდეგ მიმართული რუსულ აგრესიას წავუყრუეთ და ისტორიული შანსი ხელიდან
გავუშვით, პრაღის გაუგებარი ფორმატით და დაშვებული
შეცდომებით ჟენევის ფორმატი ჩავკალით, საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის პრობლემა გავაქრეთ, 25-წლიანი
რუსულ-ქართული ომის 2008 წლის ეპიზოდი დავიბრალეთ, საგარეო პოლიტიკა შიდა
ანგარიშსწორებას გადავაყოლეთ, სახელმწიფო ტუტუცური განცხადებების - "ჩვენ
ვიცით, როგორ დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან!", - მძევლად გადავაქციეთ და
ტელეეთერში ათასი ჯურის კოლაბორაციონისტი ავალაპარაკეთ. ამ დროს რა
აღელვებს მოქალაქეებს? სუპერთასის ბილეთები და ვინ ვისზე ქორწინდება
აშშ-ში. მართლა გასკდა გული.2013წლიდან მეკითხებიან: მავნებლობაა ეს ამ"ხელისუფლების" თუ უცოდინრობა? რა
მნიშვნელობა აქვს? საქართველოს პოზიციები ისე დასუსტდა, რომ წლები
დასჭირდება მათ აღდგენას. ხალხი კი ჩუმად არის. ესენიც ბოგინობენ ლაღად."