საზოგადოება "ვიხილე საშინელება, ეროვნული გენის კატასტროფა, ქვაც კი ატირდება!"-შალვა ნათელაშვილი მიმართვას ავრცელებს. 2015, 10 ივლისი, 12:02
"ამ წუთას დავბრუნდი გლდანის ავტოკატასტროფაში დაღუპული ოთხი ქართველი ვაჟკაცის პანაშვიდიდან, ვიხილე საშინელება, ეროვნული გენის კატასტროფა, ქვაც კი ატირდება.კიდევ ერთხელ ვუცხადებ უდიდეს სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს. კორპუსი, სადაც ცხოვრობდნენ გარდაცვლილები, მდებარეობს პოლიციის აკადემიის გვერდით, გლდანში და იქ ჩასახლებული არიან დევნილნი. მდგომარეობა კატასტროფულია, კიბეები ჩამოშლილი, მოაჯირები მორყეული და დანგრეული, სადაც პანაშვიდების და დაკრძალვის დროს შეიძლება მოხდეს გამოუსწორებელი, ვინმე ჩავარდეს გამომდინარე უმძიმესი ტრამვული შედეგებით, განსაკუთრებით ბავშვები დგანან საშიშროების წინაშე. მე კატეგორიულად მოვითხოვ, ქალაქის მერის ბატონ ნარმანიასგან, ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარისგან, ხვალ დილითვე პირადად ჩაუდგნენ სათავეში ამ საფრთხეების აღმოფხვრას, მერე გვიანი არ იყოს. ასევე კეთილი ინებოს მთავრობამ და სახელმწიფოს ხარჯზე მოხდეს ამ დევნილი ბიჭების დაკრძალვა, რომ გადაგვაყოლეს უნიჭო მსახიობების დაპრემიებას. იმედი მაქვს რომ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მიბრძანდებიან და პირადად მიუსამძიმრებენ ოჯახებს ამ უბედურებას. მარტო წინასაარჩევნოდ რომ ახსენდებათ დევნილები. ვთხოვ "ფეისბუქის" მკითხველებს, ფართოდ გაავრცელოთ ეს პოსტი, რომ მივიდეს როგორმე ამბავი ჩვენი ხელისუფლების ამ წუთას აგარაკზე და სპა-სალონებში მონებივრე ლიდერებთან. ვცადე ჩემით დავკავშირებოდი შესაბამის პირებს მაგრამ საიმედოდ არიან ჩაკეტილნი, როგორც ყოველთვის." 249 2-ს მოსწონს 1-ს არა
|