სხვა ციყვი ვეტერინართან თვითონ მივიდა 2015, 7 ივლისი, 20:47 შემთხვევა ფინეთის ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში მოხდა. კლინიკის ექიმთან პირველად მივიდა პაციენტი საკუთარი ფეხით, პატრონის გარეშე. კლინიკის ექიმის თქმით, ციყვი ღია კარებში შევიდა და პირდაპირ მას ჩაუხტა ხელებში. ცხოველი დაღლილი ჩანდა, გაუწყლოების ნიშნები ჰქონდა და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. ექიმმა მას ცხვირი მობანა, წყალი დაალევინა და როდესაც პაციენტმა ცოტა დაისვენა, ხილი და შვრიის ფანტელები აჭამა. ციყვი თანდათანობით მომჯობინდა. - ეტყობა ძალიან ცუდად იყო, რადგან თვითონ მოვიდა ექიმთან. რაც შეეხება ცხვირიდან სისხლდენას, შესაძლებელია, ციყვი ბუდიდან გადმოვარდა. - თქვა ექიმმა ჰესკაინმა, მას შემდეგ, რაც პაციენტს დახმარება აღმოუჩინა. მისი თქმით, ციყვი უკვე კარგად არის და “იღიმება კიდეც". ინფორმასია ციყვის შესახებ, ექიმმა Facebook - ზე განათავსა და ციყვმა, პირველ 4 საათში, 2 200 მოწონება მოაგროვა. 186 9-ს მოსწონს |
"საღოლ" ციყვი. :)))