x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცი ორი პატარა გოგონას გადარჩენის დროს დაიხრჩო,ხოლო ოჯახმა მადლობაც არ მოიხადა
imageგადარჩენილი გოგონების მშობლები ისე მოშორდნენ იქაურობას, რომ მადლობაც არ გადაიხადეს.


22 ივნისს მაქსიმ ლუგანცევმა, რომელიც ქალაქ ბელაია კალიტვადან იყო, (როსტოვის ოლქი) უკანასკნელი დაბადების დღე გადაიხადა.იგი 26 წლის შესრულდა.ერთი კვირის შემდეგ კი მეგობრებთან ერთად აზოვის ზღვაზე დასასვენებლად გაემგზავრა.


ზღვაზე ბანაობის შემდეგ მეგობრები დოლგაია კოსაზე გაემგზავრნენ, სერფინგისტების საყვარელ ადგილზე, იქ ბანაობა სახიფათოა, რადგან დინება ძალზე სწრაფია და მრავალი ჩანჩქერია.ამიტომ მეგობრები მხოლოდ ფოტოებს იღებდნენ.უკვე წასვლას აპირებდნენ, როდესაც ყვირილის ხმა გაიგეს, გაიხედეს ბიჭებმა და დაინახეს დაახლოებით 5 მეტრის სიღრმეში წყალში მოფართხალე ბავშვები.მაქსიმი არც დაფიქრებულა ისე გადაეშვა წყალში.მას კვალში მიჰყვა მეგობარი ივან რედკინი.


მაქსიმმა ჯერ ერთი გოგონა მიაწოდა ივანს, შემდეგ მეორე.როდესაც მეორე ბავშვიც ნაპირზე დასვა მიტრიალდა და მაქსიმი ვეღარ იპოვა.



ივანი წყალში ჩახტა, ბევრი ეძება მეგობარი მაგრამ ვერ იპოვა.

საგანგებო სიტუაციის მაშველებმა მაქსიმის გვამი მესამე დღეს აღმოაჩინეს, ტრაგედიის ადგილიდან 2 კილომეტრში.


ამასობაში კი გადარჩენილი ბავშვების მშობლები უჩუმრად გაიპარნენ, დატოვეს მხოლოდ საეჭვო მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც სულ გათიშულია.ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბავშვების დედას ელენე ნიკუტევა ჰქვია.ბედის ირონიით მაქსიმის უკანასკნელ ფოტოზე გადარჩენილი ბავშვების ოჯახი ჩანს უკანა პლანზე.imageმაქსიმის(მარცხვივ) უკანასკნელი ფოტო მეგობარ ივანთან ერთად.


–ისინი(ოჯახი)ნაპირზე ისვენებდნენ, საუბრობდნენ, ხოლო ბავშვები თვითნებურად დარბოდნენ, მშობლები არც აქცევდნენ ყურადღებას-აღნიშნა მაქსიმის ნათესავმა მარინა ლუგანცევამ-ისიც კი ვერ დაინახეს, რომ ბავშვები იხრჩობოდნენ, მე მათთან მივირბინე, ვუყვიროდი, მაგრამ რეაქცია იყო გასაოცარი, მხოლოდ ერთი ქალი მიუახლოვდა ნაპირს.ბავშვების მამა მთვრალი იყო, შემდეგ ბავშვებს ხელი მოკიდეს და წაიყვანეს, საოცრად მშვიდად!


ბველაია კალიტვაში გლოვაა, ლამისაა მთელი ქალაქი მოვიდა გმირის გაკრძალვაზე.ოჯახს ამ ქალაქში ბევრი იცნობს, დედა სვეტლანა ცნობილი სტომატოლოგია, ძმა ბიზნესმენი, მამა სახელგანთქმული ქირურგი იყო, რომელიც 10 წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა.

image

გამაფრთხილებელი ნიშნის მიუხედავად ადამიანები მაინც ბანაობენ.

3
962
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
962
  
2015, 6 ივლისი, 15:37
რამდენჯერ მიფიქრია ეგ :( არა მარტო მასზე,მისნაირებზე
2015, 6 ივლისი, 15:30
მაგოსთანებს რად უნდათ შვილი?
2015, 6 ივლისი, 14:02
რა უმადურობაა

შარშან სურამში რომ ვისვენებდი,ტყვეში 3 წლის ბავშვი დავინახე მტირალი,ისიც კი ვერ მითXრა რა ჰქვიოდა,კვდებოდა ტირილით,ძლივს დავამშვიდე,ნახევარი საათზე მეტი დავდიოდით მე და ნათესავი ამ ტყეში და ვეძებდით მის პატრონს,ბოლოს მივაგენით.რეაქცია?ნული,არც ბავშვის დაკარგვა შეუმჩნვია,არც მადლობა არ გადაუხდია.იქეთ დაუწყო ჩხუბი ბავშვს,
0 1 3