საზოგადოება "მართლმადიდებილების მარგალიტები, ანუ ჩვენი დროის ბიბლია..."-როგორ ლანძღავენ თეა თუთბერიძეს პირად მიმოწერებში( +თეას მიერ გამოქვეყნებული ვიდეო "რელიგიური სტრიპტიზი".) 2015, 4 ივლისი, 20:52 თეა თუთბერიძის მიერ პატრიარქის მიმართ გამოთქმულმა სტატუსმა საზოგადოების უმეტესი ნაწილი გააღიზიანა, სადაც იგი წერდა, რომ კარგი იქნებოდა თუ შეიქმნებოდა გვერდი სახელწოდებით "მე მიყვარს ჩემი გეი პატრიარქი". მის ლანძღვას არ ერიდებიან სახალხოდ და არც "ინბოქსში" აკლებენ გინებას. მაგრამ როგორც ჩანს ქალბატონ თეას არად მიაჩნია მათი ლანძღვა-გინება და "ფეისბუქზე" მიწერილი მესიჯები სახალხოდ გამოაქვეყნა... საიტის წესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ იმ წერილების გამოქვეყნებით, სადაც თუთბერიძეს ყველანაირი უშვერი სიტყვებით აგინებენ. მხოლოდ მესიჯების ნაწილს შემოგთავაზებთ. "შემოვიხედე Facebook-ზე, ხო და Inbox-ში სავარაუდოდ მართლმადიდებილების იმდენი მარგალიტებია მოსული, მგონი იდეას წიგნის გამოცემის ორტომეულად ვერ შევძლებ, მესამე ტომის დამატებაც გახდება საჭირო... P.S. ჯერ არ გავცნობივარ, მოგვიანებით შევეცდები გაცნობას ალბათ სრულად ვერა, მაგრამ გულების გაგზავნას მაინც. თუ არ დამეზარა დავსქრინავ და შემოგთავაზებთ მეორე სერიად ჩვენი დროის ბიბლიას..." " "სამომავლოდ, ვფიქრობ რომ გამოვცე წიგნად... მომავალი თაობები კარგად უნდა ჩაწვდნენ, თუ ვინ იყვნენ მათი წინაპრები. ჩემი Facebook-ის Inbox-ში, მთელი ამ წლების მანძილზე მოსულ მსგავს სიბრძნეებს ალბათ ერთი წიგნი არ ეყოფა, ორტომეულის გამოცემა გახდება საჭირო. სპონსორობის მსურველები გამომეხმაურეთ P.S. ასეთები, ან დროს რატომ კარგავენ, ან თავს რატომ იწუხებენ, ან რატომ არ ბეზრდებათ ამ სისულელეების და ნაკურთხი ლანძღვა-გინებების და ა.შ. გამოგზავნა, ვფიქრობ და ვერ ვხვდები...P.S.p.s. აქ რაღა თქმა უნდა ყველა შედევრი არაა, რადგან დამეზარა ყველას გასხნა, დასქრინვა და ა.შ." "აქ ბევრად უფრო შორს წავიდა ზოგიერთის გონებრივი შესაძლებლობები P.S. რაღა თქმა უნდა ყველა შედევრი არაა აქ. დამეზარა ყველას გასხნა. წიგნად კი აუცილებლად გამოსაცემია. მომავალი თაობები უნდა იცნობდნენ მათ წინაპრებს..." ეს არის მცირედი იმ მესიჯებისა რაც თეა თუთბერიძემ გამოაქვეყნა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. მაგარამ იგი მაინც არ ჩერდება და განაგრძობს საზოგადოების გაღიზიანებას. ეტყობა სიამოვნებას ანიჭებს, როცა აგინებენ. ამის შემდეგ კი ვიდეო სახელწოდებით "რელიგიური სტრიპტიზი" გამოაქვეყნა წარწერით: "ეხლა მე გავდივარ და ამას ვტოვებ მართლმადიდებილებისთვის... სხვა ენაზე ნათქვამს ეგენი მაინც ვერ იგებენ და არ ესმით... P.S. სმაილიკებთან ერთად ამ ლინკის გაგზავნაც როგორ დამავიწყდა გუშინ მათთვის..." 106 1-ს მოსწონს
|