გაიუს იულიუს კეისარი, ტიბერიუსი, პეტრე I, ალექსანდრე I, გუსტავ III, მიხეილ ილარიონის ძე კუტუზოვი – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ისტორიული პიროვნებების, შემოქმედებისა და მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსებისა, რომლებიც არატრადიციული ორიენტაციით იყვნენ ცნობილი.
1. იულიუს კეისარი
როცა იულიუს კეისარი იმპერატორი გახდა, სენატორმა ციცერონმა სახელმწიფოს მეთაური პროსტიტუციაში დაადანაშაულა:
"კეისარმა თავისი უკანალი სახელმწიფო კარიერის ტრამპლინიად გამოიყენა!" - განაცხადა მან.
ბითინიის უკანასკელი მეფის, 40 წლის ნიკომედე IV-ის სასახლეში კეისარი 19 წლის ასაკში მივიდა და, როგორც ცნობილია, სამი წლის მანძილზე ფულის სანაცვლოდ საკუთარ სხეულს სთავაზობდა.
ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ კეისარი სახელმწიფო ხაზინიდან ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდა ახალგარდა ბიჭების შესაძენად. თუმცა კეისარი სულაც არ იყო უკანასკნელი ჰომოსექსუალი, რომელიც რომის იმპერიას მართავდა, და...არც ყველაზე გარყვნილი...
2. ტიბერიუსი
ტიბერიუსთან შედარებით კეისარი ნამდვილი უმანკოების განსახიერება იყო. ჰომოსექსუალობის გარდა ტიბერიუსი პედოფილიც იყო. ხანშიშესული მმართველი, ერექციის მისაღწევად ძუძუმწოვარ ახალშობილებს იყენებდა...
ტიბერიუსს მოსწონდა 12-16 წლის ბიჭებთან ერთად შიშველი ბანაობა და ღია სქესობრივი აქტების ყურება.
3. რიჩარდ ლომგული
ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ რიჩარდ ლომგული შუა საუკუნეების რაინდის მაგალითია. შეიძლება ის მართლაც იყო რაინდი, მაგრამ არა ქალბატონებისთვის. ცნობილია, რომ მისი გული ეკუთვნოდა საფრანგეთის მეფეს, ფილიპე II ავგუსტს, რომელსაც 23 წლის ასაკში დაუმეგობრდა და ერთი წელი თანაცხოვრობდნენ. ერთად მათ ბევრი რამ გადაიტანეს, იერუსალიმში ჯვაროსნული ბრძოლის ორგანიზებაც კი შეძლეს. მაგრამ მათ ურთიერთობას ბოლო მოუღო ჩვეულებრივმა ეჭვიანობამ. ფილიპემ ვერ აპატია საყვარელს, რომ ხალხს იგი მეფეზე მეტად უყვარდა, მეფეზე, რომელიც, სხვათა შორის რიჩარდზე 8 წლით უმცროსი იყო.
4. შექსპირი
როგორც გაირკვა, ადამიანი, რომელსაც მე-20 სონეტში შექსპირი ხოტბას ასხამს არა ქალი, არამედ ბიჭია...გოგოსავით ლამაზი.
"შენი სიყვარული მე მეკუთვნის, თუმცა იმისთვის ხარ შექმნილი, რომ ქალებს მიანიჭო სიამოვნება" - აღიარებს უილიამი თავის ნაწარმოებში.
5. პეტრე I
რუსეთის იმერატორი პეტრე I ქვეყნის სათავეში 17 წლის ასაკში მოვიდა და სულ მალე თავის საყვარელს, შვეიცარიელ ფრანც ლეფორტს ადმირალის წოდება მიანიჭა. მალე მათ ქუჩის გამყიდველი, საშკა მენშიკოვი დაემატათ და შეიკრა სასიყვარულო სამკუთხედი ერთობლივი სექსისთვის, რაც ლეფორტის სიკვდილამდე (1699 წ) გაგრძელდა. მარტო დარჩენილმა 27 წლის საყვარლებმა მთელი ევროპა მოიარეს, ერთად წყვეტდნენ უმიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ საკითხებს და აწყობდნენ სექსუალურ ორგიებს. მოგვიანებით, მენშიკოვმა პეტრე I-ს "აჩუქა" თავისი ყოფილი საყვარელი, კატია, რომელიც ცოლად გაჰყვა იმპერატორს და გახდა ეკატერინე I.
6. ალექსანდრე I და გუსტავ III
რუსეთის მეფე ალექსანდრე I-ის ჰომოსექსუალობა დასტურდება მისი მიმოწერით. ნაპოლეონ ბონაპარტე ერთხელ გამოტყდა: "ალექსანდრე ყველაზე ლამაზი მამაკაცია დედამიწაზე. სამწუხაროა, რომ გეია, ბევრ ფრანგ ქალს ექნებოდა მისი სხეულით ტკბობის სურვილი".
ალექსანდრეს საყვარელი იყო შვედი გუსტავ მორიც არმფელდი - ლამაზი ბარონი და გენერალი, რომელიც რუსეთის მეფესთან პირდაპირ შვედეთის იმპერატორ გუსტავ
III-ის საწოლიდან მოხვდა.
7. მიხაილ კუტუზოვი
მიხაილ ილარიონის ძე კუტუზოვი მთელი ცხოვრება ერთგულად თანაცხოვრობდა თავის ერთ-ერთ ჯარისკაცთან და გარდაიცვალა მასთან სექსის დროს, გულის შეტევით.
8. ჯორჯ ვაშინგტონი
ამერიკის პრეზიდენტი, ჯორჯ ვაშინგტონი მხოლოდ საზოგადოების ზეწოლის გამო დაქორწინდა, თანაც 28 წლის ქვრივზე, რომელსაც 2 შვილი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, მთელი ცხოვრება ჰქონდა ურთიერთობა ალექსანდრ ჰამილტონთან, თავის მდვანთან, რომელიც ვაშინგტონთან 19 წლის ასაკში მივიდა.
9. პეტრე ჩაიკოვსკი
პეტრე ჩაიკოვსკის სიყვარული მთელი ცხოვრება ეკუთვნოდა მემამულეს, ვლადიმირ შილოვსკის, რომელიც კომპოზიტორის სპონსორი იყო და მისი ევრპული მოგზაურობა დააფინანსა. მაგრამ საყვარლების ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. შილოვსკი ახალგაზრდა გარდაიცვალა ტუბერკულოზით. სამაგიეროდ დარჩა ჩაიკოვსკის მიმოწერა საკუთარ ძმასთან, მოდესტთან, რომელიც, სხვათა შორის ასევე ჰომოსექსუალი იყო:
"სულ ვალოდია მახსენდება. ყოველ ღამე მესიზმრება" - ამბობს დადარდიანებული კომპოზიტორი.
37-წლის ასაკში ჩაიკოვსკიმ სცადა ჰეტეროსექსუალი გამხდარიყო და ცოლი შეირთო. მაგრამ ქორწინებამ ისეთ დეპრესიაში ჩააგდო, რომ თვითმკვლელობა გადაწყვიტა და რამდენიმე საათი ცივ მდინარე ნევაში იდგა - იმედი ჰქონდა გაცივდებოდა და მოკვდებოდა. თუმცა ექიმებმა კომპოზიტორი გადაარჩინეს. რადგანაც ცოლისგან განქორწინებაზე თანხმობას ვერ იღებდა, პეტრე სიმშვიდეს ლიოშკა საფრონოვთან ეძებდა, რომელიც მის სახლში 14 წლის ასაკში მივიდა და მოსამსახურედ მუშაობდა. სწორედ მან დაკრძალა ჩაიკოვსკი.
10. ერნსტ რემი
ჰიტლერის მეგობარი და ერთადერთი ადამიანი, რომელიც ფიურერს შენობით ელაპარაკებოდა. იგი ბოლივიაში იმალებოდა ჰიტლერის პატიმრობის დროს, ხოლო მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 1930 წელს გერმანიაში დაბრუნდა. ერნსტ რემმა შექმნა შეტევის რაზმი, უძლიერესი ფაშისტური სტრუქტირა (გერმ. Sturmabteilung, შემოკლებით SA), რომელიც ნაცისტებისთვის "არახელსაყრელი" ადამიანების განადგურებით იყო დაკავებული.
რემი ცნობილი ჰომოსექსუალი იყო და არც არასოდეს დაუმალია ეს ფაქტი. მოხადა ისე, რომ SA-ს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მან ასევე არატრადიციული ორიენტაციის ადამანები დანიშნა. SA-ში მეფობდა მამაკაცის ძლიერი და ლამაზი სხეულის კულტი, რამაც გამოიწვია ის, რომ მთელი რაზმში უმეტესობა ჰომოსექსუალები იყვნენ. თავდამსხმელები, რომელბიც ებრაელებს განურჩევლად აპატიმრებდნენ, ჰომოსექსუალებს არასოდეს ერჩოდნენ. მაგრამ მალე ჰიტლერსა და რემს შორის უთანხმოება მოხდა და SA-ს გვერდით ჩამოყალიბდა კიდევ ერთი ფაშისტური სტრუქტურა - ცნობილი SS, რომლის მეთაურად დაინიშნა ჰიმლერი.
1934 წლის 30 ივნისის ღამე ისტორიაში შევიდა, როგორც "გრძელი დაშნების ღამე": ღამე, როცა ჰიტლერმა ბრალი დასდო რემს შეთქმულებაში, მოულოდნელად SS-ი თავს დაესხა SA-ს მძინარე ლიდერებს და დახოცა ისინი. თავდასხმის დროს აღმოჩნდა, რომ ყველა ლიდერი საწოლში თავიანთ მძღოლებთან და ადიუტანტებთან ერთად იწვა. ფაშისტებმა გაზეთებში დახოცილების მიერ მოწყობილი სექსუალური ორგიების ფოტოების გამოაქვეყნეს და ამგვარად იმართლეს თავი სასტიკი სისხლისღვრის გამო. გერმანიის ყველაზე ძლიერი სტრუქტურა განადგურებული იქნა, მისი ლიდერი და ორგანიზატორი, ერნსტ რემი კი ჰიტლერის ბრძანებით დახვრიტეს.
ბანოვანივით მშვენიერი შეგქმნა ბუნებამ,
ამიტომ ჩემთვის მეფეც ხარ და დედოფალიცა,
ქალივით სათნოვ, ნატიფი ხარ ვით ქანდაკება,
მაგრამ ქალივით ორგულობის წესებს არ იცავ.
ნათელი მზერით თითქოს ოქროს ზღვაში დაცურავ,
ქალურ სიყალბეს მოკლებულან შენი თვალები,
მამაკაცები შეგხარიან მამაკაცურად,
გონდაკარგული გთავაზობენ გულებს ქალები.
ჯერ ქალად შეგქმნა, შეუყვარდი მერე ბუნებას
და, სამწუხაროდ, მამაკაცად გადაგაქცია,
თვითაც ქალია, ტრფობა როგორ გაემტყუნება,
მაგრამ ქალნი თუ ააშენა, მე დამაქცია.
და თუ კი ქალებს უწყალობე, რაც რამ გებადა,
მე გრძნობა მომეც, მათთვის დაგრჩეს ღელვა ვნებათა.