ჯანმრთელი კვება როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ფრი ცხიმის გარეშე - საოცარი რეცეპტი! 2015, 2 ივლისი, 15:29 ![]() კარტოფილი ფრი უმრავლესობისთვის სწრაფი კვების რესტორნებთან ასოცირდება განსაკუთრებით მაკდონალდსთან. დიახ, ყველამ ვიცით, რომ ცხიმში შემწვარი კარტოფილი ჯანმრთელობისთვის მავნეა, მაგრამ დაბრაწულ, გემრიელ კარტოფილებს გვერდს მაინც ვერ ვუვლით, განსაკუთრებით კი ბავშვებს მოწონთ. ნუთუ არ შეიძლება, კარტოფილი ფრის ცხიმის გარეშე მომზადება? დიახ! ქვემოთ სწორედ ამ ჯანსაღი ალტერნატივის რეცეტს გთავაზობთ. ინგრედიენტები: 5-7 კარტოფილი 2 კვერცხის ცილა მარილი პილპილი გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით კარტოფილი 1 სმ. სისქის ჩხირებად. ![]() ოდნავ ათქვიფეთ ცილა და დაამატეთ მარილი და პილპილი. ![]() კარტოფილი მოათავსეთ ჯამში, დაასხით ცილის მასა და კარგად აურიეთ ისე, რომ თითოეული კარტოფილი ცილით დაიფაროს. ![]() გაახურეთ ღუმელი 200-220 გრადუსამდე. ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და დააწყვეთ კარტოფილი. შეწვით ღუმელში 8-10 წთ. შემდეგ მოაცილთ პერგამენტი და ისევ შედგით ღუმელში სანამ ოქროსფერი არ გახდება. ![]() ![]() გამოიღეთ, გააგრილეთ და მიირთვით... ![]() 2987 7-ს მოსწონს
|