x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138464
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
ისტორიის ცნობილი პირებისგან ბრძნული და მზა პასუხები, ეს საინტერესოა!
თემა ნამდვილად ძალიან საინტერესოა ბრძნული და მზა პასუხები საკმაოდ

ჭკვიანურია... ვნახოთ ჩვენი ისტორიის ყველაზე ცნობილი პირების მზა და ბრძნული

გამონათქვამები.




1) როდესაც სოკრატეს სიკვდილით სჯიდნენ.....



მისი ატირებული ცოლი:

"უსამართლოდ მოგისაჯეს სიკვდილი უსამართლოდ კვდები!"


image


სოკრატესის მზა პასუხი: "შენი აზრით, სამართლიანად რომ მოვეკალი

ეგ იქნებოდა კარგი?"




2. სულთან ალპარსლანი 27 000 მებრძოლით მიემართებოდა ბიზანტიისკენ.


როდესაც მზვერავები დაბრუნდნენ, ერთ-ერთი მზვერავი შეუსვენებლად

სულთანს ეუბნევა: "სულთან 50 000 კაციანი მტრის არმია გვიახლოვდება!!!"


image



სულთანმა დაუყონებლივ უპასუხა: "არაუშავს, ჩვენც მათ უახლოვდებით!"




3. როგორც იცით გალილეო გალილეის ჰქონდა დიდი ყურები.


მისი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ეკითხება: "ბატონო გალილეი, თქვენი ყურები

სხვა დანარჩენ ნორმალურ ადამიანებთან შედარებით რატომ არის დიდი?!"


image


გალილეო გალილეის მზა პასუხი: "მართალია, ჩემი ყურები ნორმალურ ადამიანის

ყურებთან შედარებით დიდია, მაგრამ რა მიკვირს იცი? შენი ყურები რატომ არის

პატარა, ვირის ყურებთან შედარებით?"




4. ბერნარდ შოუ და ჩერჩილი თურმე ვერანაირად ვერ რიგდებოდნენ ერთმანეთთან

და ხშირად სიტყვიერად "კბენდნენ" ერთმანეთს.


ბერნარდ შოუმ თავის ერთ-ერთ თეატრალურ გამოსვლაზე დაპატიჟა ჩერჩილი, მას

მოწვევა გაუგზავნა: "თქვენ გიგზავნით ორ კაციან მოწვევას ჩემს თეატრალურ

გამოსვლაზე, შეგიძლიათ მოიყვანოთ მეგობარიც, რათქმა უნდა თუ გყავთ?!"


image


მოწვევაზე ჩერჩილმა სწრაფადვე უპასუხა: "სამწუხაროდ ვერ მოვალ, რადგან სხვას

მივეცი პირობა და ვერ გადავდებ, მაგრამ არ არის პრობლემა ხვალ მოვალ.... რათქმა

უნდა ხვალაც თუ გექნებათ რაიმე თეატრალური ნომერი?!"


image




5. პლატონს ორი კითხვა დაუსვეს.


პირველი: "ადამიანის რომელი საქციელი უფრო გაკვირვებთ?"


პლატონი პასუხობს:


1."ბავშვობაში, ბავშვობა ბეზრდებათ და უნდათ მალე გაიზარდონ....

მაგრამ რომ იზრდებიან ყოველთვის ბავშვობა ენატრებათ!"


2. "ფულის გამო ჯანმრთელობას იუარესებენ, მაგრამ შემდეგ ჯანმრთელობისთვის

ფულს ყრიან!"


3. "მომავალზე ფიქრით, აწმყო ავიწყდებათ.... ჯამში კი არც ეხლა და არც მომავალში

ვერ არსებობენ!"


4. "ისე ცხოვრობენ თითქოს არასოდეს მოკვდებიან, მაგრამ ბოლოს ისე კვდებიან

თითქოს არც კი უცხოვრიათ!"


image


მოვიდა ჯერი მეორე კითხვისა: "თქვენ რას ურჩევთ ადამიანებს?"


პლატონი კვლავ პასუხობს:


1."ნურასდროს ნუ ეცდებით რომ თავი ვინმეს შეაყვაროთ, ერთადერთი გასაკეთებელი

რაცაა, გაუშვით როგორიც ხართ ისეთი შეგიყვარონ!"


2. "რაც მთავრია ამ ცხოვრებაში ნაკლები ნაკლებობა გქონდეს ვიდრე მეტი

მოთხოვნილება!"




6. ნაპოლეონ ბონაპორტემ ესპანეთთან ომში გაიმარჯვა.


ესპანეთის მეფემ ნაპოლეონს: "თქვენ მხოლოდ მიწა, ფული და სიმდიდრე

გაინტერესებთ, მაგრამ ჩვენ ვაჟკაცობისთვის და ჩვენი ნამუსისთვის ვბრძოლობთ!"


image


ნაპოლეონის მზა პასუხი:"ხო მართალი ხარ, ყველა იმისთვის ბრძოლობს რაც სჭირდება!"


image






7. ალბერტ აინშტაინი: ღმერთი კამათელს არასოდეს არ გააგორებს"


მისი მეგობრის, ნილზ ბორის პასუხი: "ალბერტ! ღმერთის საქმეში ნუ ერევი!"


image





8. მოვლენა სასაფლაოზე!


ერთ-ერთი ამერიკელი ბიზნესმენი დამცინავად ეკითხება ჩინელს: "თქვენი მკვდრები, საფლავებში ჩადებულ ბრინჯს როდის შეჭამენ?"


ჩინელმა დაუყონებლივ უპასუხა: "როდესაც თქვენი მკვდრები ყვავილების ყნოსვას

დაიწყებენ!"


image





9. როგორც ცნობილია, სოკრატე ცოლთან ვერანაირად ვერ რიგდებოდა.


ერთ-დღეს ცოლმა სოკრატეს პირში რაც მოუვიდა ყველაფერი უთხრა, რომ ნახა

ამაზე სოკრატეს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, აიღო და წყლით სავსე ვედრო

თავზე გადაასხა. სოკრატე კვლავ ჩუმად იჯდა.....


image


გაოცებულ ცოლს სოკრატემ უპასუხა:"ამდენი ჭექა-ქუხილის შემდეგ, რომ იწვიმებდა

ისედაც ვიცოდი"





10. როდესაც ფატიჰ სულთანმა სტამბული დაიპყრო.


ფატიჰ სულთანს ეკითხებიან:"სტამბული რატომ დაიპყარით სულთანო?"


image


სულთანმა უპასუხა: "იმიტომ რომ, ჯერ მან დაიპყრო ჩემი გული"






















2
2029
17-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2029
  
2015, 6 ივლისი, 15:24
მაგარი იყო ჩემი კაი... :)
2015, 1 ივლისი, 21:35
ესე იგიიი...ისევ და ისევ ბრავო! :) ამის გაუზიარებლობა არც იქნებოდა ;)
0 1 2