x
მეტი
  • 20.10.2021
  • სტატია:115096
  • ვიდეო:354150
  • სურათი:488943
ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი პოლიტიკოსების საოცარი გამონათქვამები, რომლებიც აღტაცებაში მოგიყვანთ

წარმოგიდგენთ მსოფლიოს სამი სასტიკი და დაუნდობელი მმართველის - სტალინის, ჰიტლერისა და ლენინის გამონათქვამებს, რომლებიც გაგაოცებთ.

image1) იოსებ სტალინი - საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898 წლიდან გარდაცვალებამდე.
* ერთის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონისა – სტატისტიკა.
* იდეა იარაღზე უფრო ძლიერია. ჩვენ არ ვაძლევთ მტერს იარაღის ქონის ნებას და რად უნდა მივცეთ იდეების ქონის უფლება?
* როცა მოვკვდები ხალხი ნაგავს მომაყრის, მაგრამ მოვა დრო და ხალხი ნაგავს ისევ გადაქექავს.
* სიკვდილი წყვეტს ყველა პრობლემას, თუ არაა ადამიანი, არაა პრობლემაც.

image* არავის არ ვენდობი. თვით საკუთარ თავსაც კი.
2) ადოლფ ჰიტლერი - გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის ფიურერი (1934-45) და კანცლერი (1933-45), ნაცისტური პარტიის ლიდერი (1921-45). ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი.
* დემოკრატია - ეს მმართველობის ისეთი ფორმაა, როცა ორი იმბეცილის ხმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ჭკვიანი კაცისა.
* გაიტანეთ ჩემი ოთახიდან საათები, მე თვითონ გადავწყვეტ რა დროა.
* ცოდნასთან ბრძოლა უფრო ადვილია ვიდრე რწმენასთან.
* თქვი დიდი ტყუილი, გახადე ის უბრალო, განაგრძე მისი ღაღადი და ისინი დაიჯერებენ მას.
* თუ გსურს რომ ანათებდა მზესავით, პირველ რიგში უნდა იწვოდე მასსავით.

image* მე შემიძლია ვიბრძოლო მხოლოდ იმისთვის, რაც მიყვარს. მიყვარდეს მხოლოდ ის, რასაც პატივს ვცემ და პატივი ვცე იმას, რის შესახებაც სულ ცოტა მაინც ვიცი.
3) ვლადიმერ ლენინი - პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი.
* სიბრმავეზე უარესი არდანახვის სურვილია.
* ინტელიგენცია ნაციის ტვინი კი არა, ფეკალიებია.
* მითხარ, ვინ გაქებს და გეტყვი, სად დაუშვი შეცდომა.
* სოციალიზმის მიზანი კომუნიზმია.
* შეიძლება არ არსებობდეს სახელმწიფო და არსებობდეს თავისუფლება, მაგრამ როდესაც არ არსებობს თავისუფლება, არ იქნება სახელმწიფო.image

5
2754
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2754
  
2016, 1 ოქტომბერი, 23:43
ლენინის ბოლო "გენიალური" გამონათქვამის თარგმანი ნაღდად ნორჩ ლენინელს ეკუთვნის. შეიძლება ხალხო აზრის ასე გამრუდება? თქვენ ნათარგმნი გაქვთ შემდეგნაირად: შეიძლება არ არსებობდეს სახელმწიფო და არსებობდეს თავისუფლება, მაგრამ როდესაც არ არსებობს თავისუფლება, არ იქნება სახელმწიფო. - ეს სიტყვები ლენინს არა და ჩერჩილს კი შეიძლება ეკუთვნოდეს :) . სინამდვილეში ინგლისურ ტექსტში შემდეგი წერია: იქ, სადაც სახელმწიფოა, არ არსებობს თავისუფლება. ხოლო სადაც თავისუფლებაა, იქ სახელმწიფო ვერ იქნება. კაითრაა?! :) )))))))))))))))))))
2016, 1 ოქტომბერი, 23:36
მადლობებიი
2016, 1 ოქტომბერი, 18:18
გვანც როგორც ყოველტვის.....
2016, 1 ოქტომბერი, 15:27
გაიხარეთ
2016, 1 ოქტომბერი, 15:14
კაი იყო
0 1 5