x
მეტი
  • 10.10.2024
  • სტატია:137550
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511438
ძაღლი, რომელიც 9 წელი ელოდა პატრონის დაბრუნებას
ამჯერად, სტატიაში მოგითხრობთ ადამიანის ყველაზე ერთგულ მეგობარზე, რომელიც თავის პატრონს 9 წლის განმავლობაში უცდიდა.


Hachiko – The loyal Dog


ეს გახლავთ Akita-ის ჯიშის ძაღლი Hachiko. იგი გახლდათ მოყავისფრო, ოქროსფერი ძაღლი. Hachiko თავის პატრონს სადგურზე 9 წლის მანძილზე უცდიდა. ეს ძაღლი ერთგულების სიმბოლოდ აღიარეს.


Hachiko



ისტორია 1924 წელს დაიწყო: ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა ყავისფერი-მოოქროსფრო Akita-ს ჯიშის მიტოვებული ძაღლი სახლში წაიყვანა და სახელად Hachiko უწოდა. Hachiko ყოველ დილით აცილებდა პატრონს სადგურზე. ასე გრძელდებოდა 1925 წლის მაისამდე. პროფესორს ცერებრალური სისხლდენა აწუხებდა, რის გამოც გარდაიცვალა. პროფესორი სადგურზე უკან აღარ დაბრუნებულა, Hachiko კი მას 9 წლის განმავლობაში ერთგულად ელოდა.


Hachiko


Hachiko ყოველ დილით აკითხავდა სადგურზე პატრონს. ეს ამბავი რომ გაიგეს, სტუდენტებმა ძაღლისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მისი კვება დაიწყეს და უამრავი სტატია გამოაქვეყნეს იმ დროინდელ პრესაში.


Hachiko - funeral


ლეგენდარული Hachiko 1935 წლის 8 მარტს გარდაიცვალა. მისი ნეშტი იაპონიის ეროვნულ სამეცნიერო მუზეუმში ინახება (ტოკიოში). ლეგენდად ქცეული ერთგულების სიმბოლოდ ქცეულ ძაღლს ბრინჯაოს ქანდაკებაც კი დაუდგეს Shibuya-ს სადგურში.


Hachiko


ყოველი წლის 8 აპრილს Shibuya-ს სადგურთან იმართება Hachiko-სადმი მიძღვნილი დღესასწაული, რაც დღეს ძაღლის მოყვარულების ეროვნულ დღესასწაულად ითვლება.


Hachiko




22
313
18-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:cxvedo
cxvedo
313
  
2013, 18 სექტემბერი, 16:25
კიდევ ერთი სიახლის შესახებ გავიგე, რომ თურმე ჩემი დაბ დღის გარდა, 8 აპრილს ძაღლის მოყვარულების ეროვნულ დღესასწაულსაც ზეიმობენ. :) ფილმი "ჰაჩიკო" კი, როგორც ინ-იანი ამბობს, ცხოვრებისეულ ფასეულობებზე გვაფიქრებს.
2013, 3 სექტემბერი, 16:22
კარგი იქნებოდა თუნდაც ერთ ადმიანს მაინც რომ შეეძლოს ასეთი ერთგულება!!!
2013, 19 ივნისი, 1:40
რეიტინგი 8.1\10 IMDB
2013, 19 ივნისი, 1:38
ეგ იმიტომ ვთქვი რომ ვტირიო და რაც განერვილებს იმის ყურება მაზოხისტობაა ოღონდ არ. მომწერო ახლა მაზოხისტი რატომ დამიძახეო ეგ არ მიკადრებია თქვენთვის ზოგადად ვთქვი
2013, 18 ივნისი, 21:14
ასეთ ფილმებს ასაკი არ აქვს.:)
2013, 18 ივნისი, 21:09
ნამდვილად. 2009 წლის ერთერთი საუკეთესო ოჯახური დრამა იყო. საკმაოდ კარგი რეიტინგით სარგებლობს ფილმი დღესაც.
2013, 18 ივნისი, 21:07
"ხოდა ნუ უყურებ ტო" თქვენი ადწერილი კომენტარია
2013, 18 ივნისი, 21:04
ჩემი უსაყვარლესი მსახიობი რიჩარდ გირი.....მისი ერთ-ერთი საუკეთესო როლია პროფესორი ფილმში "ჰაჩიკო-ერთგული მეგობარი", თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძაღლიც არანაკლები ოსტატობით ასრულებს. სევდიანი, მაგრამ შესანიშნავი ფილმია.:)
2013, 18 ივნისი, 18:31
სადმე ნახე რომ დავწერე არ უყურო თქო?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10