x
მეტი
  • 28.01.2023
  • სტატია:125248
  • ვიდეო:355863
  • სურათი:498092
ჩიფსების ისტორია
ჩიფსები


ჩიფსები პირველად 1853 წელს დამზადდა. მისი გამომგონებელი გახლდათ George Crumb, რომელიც გახლდათ რესტორან Moon’s Lake Lodge-ის შეფ-მზარეული. აღნიშნული რესტორანი მდებარეობდა საკურორტო ქალაქ Saratoga Springs-ში.


ჩიფსების ქარხანა

1853 წლის 24 აგვისტოს რესტორანში აღმოჩნდა XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანი - Vanderbilt (Van Der Bilt), რომელმაც მოითხოვა შემწვარი კარტოფილი. კლიენტის შეკვეთა უმალ შესრულდა, მაგრამ პრეტენზიულმა კლიენტმა 3-ჯერ დაიწუნა მომზადებული კარტოფილი და მიზეზი სამჯერვე ერთი და იგივე იყო - კარტოფილი არ იყო სათანადოდ თხლად დაჭრილი.



შეფმზარეულმა George Crumb-მა გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა ჭირვეული კლიენტისათვის, ამიტომ კარტოფილი დაჭრა იმდენად თხლად, რომ თითქმის გამჭვირვალე გახდა, მოაყარა მას მარილი და შეწვა კარაქში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დაცინვის მაგივრად კლიენტმა დიდი მოწონება გამოხატა. სულ მალე მთელს ამერიკაში ცნობილი გახდა Saratoga Chips.


გასაოცარია, მაგრამ 1921 წლამდე ჩიფსის არსებობის შესახებაც კი არ იყო ცნობილი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. დღეს ცნობილი და პოპულარული ჩიფსების ნაირსახეობების წარმოება (სხვადასხვა სანელებლების დამატება) მხოლოდ 1940 წლიდან დაიწყო.


















3
313
12-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
313
  
2014, 18 თებერვალი, 22:16
ისედაც არ მყოფნის ერთი ცალი:D
2014, 18 თებერვალი, 22:16
არაა სასარგებლო, არ ჭამო ბევრი:)
2014, 18 თებერვალი, 22:15
ჩიფსებზე მაბოდებს :D
0 1 3