საზოგადოება შეხედეთ ცხოვრებას იუმორით 2015, 1 ივლისი, 16:35 თუ გაიღიმებით, მეგობრებს გაიჩენთ, თუ მოიღუშებით - ნაოჭებს ![]() ნუ იჩქარებთ შურისძიებას, დაელოდეთ, თქვენს ნაცვლად, ამას ცხოვრება როგორ ლამაზად გააკეთებს. ![]() არანაირი ნალი არ მოგიტანთ ბედნიერებას და იღბალს, ვიდრე მას “ჩლიქზე" არ მიიკრავთ და არ დაიწყებ “ხვნას", როგორც ცხენი ![]() იმედგაცრუების თავიდან აცილების საუკეთესო საშვალება: არასოდეს, არაფერს ელოდოთ სხვისგან ![]() თუ თქვენ არავის უყვარხართ - ნუ ითხოვთ სიყვარულს. თუ თქვენი არავის სჯერა - ნუ დაიწყებთ თავის მართლებას. თუ თქვენ არავინ გაფასებთ - ნურავის ნურაფერს დაუმტკიცებთ. ყველაფერს ჯობია, ჩაი დალიოთ ნამცხვრით და სხვებზე არ იფიქროთ. ![]() ნუ აწყეინებთ მას, ვისაც უყვარხართ. ისინი ისედაც ცუდ დღეში არიან ამის გამო. ![]() იპოვეთ სიმშვიდე საკუთარ თავში, სხვა ყველაფერი, თავად გიპოვით. ![]() მოიწყეთ განტვირთვის დღე, თავს ნუ დაიტვირთავთ უარყოფითი აზრებით. ![]() თუ ორმოს გითხრიან - ხელი არ შეუშალოთ! დაასრულებენ თხრას და აუზს გაიკეთებთ. თუ ზურგს უკან, თქვენზე ჭორაობენ და გაფურთხებენ - იამაყეთ ამით, თქვენ მათზე წინ ხართ ![]() თუ ვინმე მოატყუეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე ჭკვიანი ხართ. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად გენდობიან, ვიდრე ამას იმსახურებთ. ![]() არ აქვს აზრი, ისეთი ადგილის მოძებნას, სადაც თავს კარგად იგრძნობთ. აზრი აქვს იმის სწავლას, რომ თქვენთვის კარგი სიტუაციის შექმნა, ნებისმიერ ადგილზე შეგეძლოთ ![]() მამაკაცის ლოგიკა სწორია, მაგრამ, ქალის - უფრო საინტერესოა. ![]() თქვენ თუ ცუდად გრძნობთ თავს, ძლიერ ჩაეხუტეთ კატას. ამის შემდეგ, მარტო თქვენ არ იგრძნობთ თავს ცუდად. ![]() ამ ქვეყანაზ, ყველაფერი შესაძლებელია, უბრალოდ, შეუძლებლის შეძლებას, უფრო მეტი დრო ესაჭიროება. ![]() 184 8-ს მოსწონს
|