x
image
ციცი
Mediator image
ეთერ კაკულია გარდაიცვალა... "შენ მართლა 102 წელი უნდა გეცოცხლა..."-ასე დაემშვიდობა სოფო ბედია მომღერალს.
image

"ჩემო საყვარელო ეთო, გული მომიკვდა, ძალიან ვწუხვარ და ვტირი, რომ დაგვტოვე. ძალიან მიყვარხარ, გული ჩამწყდა... შენ მართლა 102 წელი უნდა გეცოცხლა, ისეთი დადებითი, პოზიტიური და საყვარელი იყავი"-ასე გამოემშვიდობა მომღერალი სოფო ბედია ქართველი ხალხისთვის ყველაზე საყვარელ მომღერალს ეთერ კაკულიას.

ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ეთერ კაკულია 67 წლის ასაკში მძიმე სენით გარდაიცვალა. იგი ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა ისრაელში, მაგრამ უკანასკნელი გამგზავრების დროს მას ქიმიოთერაპიის კურსი არ ჩაუტარეს, მდგომარეობის დამძიმების გამო ექიმებმა მკურნალობა შეუწყვიტეს და საქართველოში დააბრუნეს.

ეთერ კაკულია თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ყველაზე პოზიტიური, დადებითი და ყველასთვის საყვარელი პიროვნება. განსხვავებული ხმის ინტონაციით, როლითაც მას ყველასგან გამოარჩევდით. მის გვერდით ვერ მოიწყენდი. ყოველთვის ხუმრობდა, რომ 102 წელი უნდა ვიცოცხლოო, მაგრამ საშინელმა სენმა უცებ გამოუტანა განაჩენი...

ეთერ კაკულიას დარჩა ვაჟი-ალეკო ვაჩიბერიძე, რძალი-ნინო მელაშვილი და ხუჭუჭა, ცისფერთვალება, ულამაზესი შვილიშვილი-მარიამი.


"საერთოდ ვერ ვიტან სიკვდილს..."-ეს სიტყვები ეთერ კაულიამ მას შემდეგ წარმოთქვა, როდესაც უკვე მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. 2014 წლის 29 ნოემბერს მომღერალს ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.


სოფო ბედიასთვის ქალბატონი ეთერის დაკარგვა ორმაგად მძიმე იყო, რადგან მან სატელევიზიო ტელეშოუში "ერთი ერთში" ეთერ კაკულიას პაროდია გააკეთა. ეს იყო დაუჯერებელი გარდასახვა, იმდენად ჰგავდა სოფო ქალბატონ ეთერს, რომ ვერც კი გაარჩევდით.



image




სოფო ბედიას გარდასახვა ეთერ კაკულიად "ერთი ერთში":

imageimage

მძიმე ავადმყოფობის დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოინახულა ქალბატონი ეთერი, ეს კი მისთვის უდიდესი ბედნიერება და იმედი იყო...
imageimageimage
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ქალბატონი ეთერის სული!



0
374
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0