x
image
natia.a
"ბალაკლავა" ანუ რა მოწყობილობებს იყენებენ აბიტურიენტები გამოცდების ჩასაბარებლად

image
ერთიანი ეროვნული გამოცდები და მასთან დაკავშირებული ნერვიულობა, შიში, image
ჟრჟოლა და ძრწოლა, ჩანს ერთნაირად აწუხებს როგორც საქართველოს, ასევე შორეული ჩინეთის აბიტურიენტებს. ოღონდ ქართველებისგან განსხვავებით, ჩინელი მოზარდები უფრო "პროგრესულად" აზროვნებენ და საგამოცდო ტესტებზე ტვინის ჭყლეტის მაგივრად ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოგონებით არიან დაკავებული. თუ კარგად დავფიქრდებით და კარგად ნაცნობ საბჭოთა ფილმს გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ "ბალაკლავას" ტექნოლოგიები არც ჩვენი მშობლებისა თუ ბებია-ბაბუების თაობისთვის იყო უცხო, თუმცა, თანამედროვე ჩინელები ამ მხრივ ნამდვილად უფრო შორს წავიდნენ.
გთავაზობთ რამდენიმე მოწყობილობას, რომლებიც დამკვირვებლებმა 2014 წელს ჩატარებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აღმოუჩინეს ჩინელ აბიტურიენტებს.

1. მოწყობილობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული მობილური ტელეფონის, ორი ელემენტისა და მიმღებისგან. იგი აღმოუჩინეს ჩინეთის ქალაქ ჩენდუში გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს.

image


2. ჩინურ პროვინციაში, შენიანში ერთ-ერთ აბიტურიენტს აღმოაჩნდა სათვალე ფარული ვიდეოკამერით და მედალიონი, რომელზეც პაწაწინა მიმღებია დამონტაჟებული.

image


3. სიჩუანის პროვინციაში აბიტურიენტს ჩამოართვეს საწერ კალამში ჩამონტაჟებული ვიდეოკამერა და მიმღები.


image


4. მიმღებებით აღჭურვილი მობილური ტელეფონები აღმოაჩნდა სიჩუანის პროვინციის ბევრ აბიტურიენტს.


image
5. ესენი კი კონტროლიორები არიან, რომლებიც ცინდაოს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე გამოცდების დროს რადიოსიგნალს აკონტროლებენ, რათა თავიდან იქნას აცილებული აბიტურიენტების მხრიდან რადიოტექნოლოგიების გამოყენება.


imageimage

0
399
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0