x
image
natia.a
რა მოხდა თბილისის სამარშრუტო ტაქსში - "დარეკეთ 112-ში!"
image
იმ საზოგადოების ავკარგიანობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ თითოეული ჩვენგანის ქცევით არის განპირობებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა პრობლემური საკითხების მოგვარებაში. ინციდენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისის სამარშრუტო ტაქსში მოხდა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად აუცილებელია ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის აქტიურობა ნებისმიერი კანონდარღვევის წინაშე. ფეისბუქის მომხმარებელი, ინგა წიკლაური სოციალურ ქსელში სამარშრუტო ტაქსში მომხდარი ამ ინციდენტის შესახებ წერს.


დღეს, მგზავრებით გადავსებულ სამარშრუტო ტაქსში, მძღოლი ყოველ ახალ მგზავრს ლანძღვა-გინებით ამატებს, მე 1 წუთია რაც ვმგზავრობ, ახალი მგზავრიც დაამატა - შეაგინა ყველას თქვენი დედატყმყველაფერი - გადაიწიეთო... მგზავრები აქეთ-იქით ტყუილად იყურებიან, ცალ-ფეხზე გდას უმრავლესობა.


მე - ბატონო საზოგადოებაში ასე მოქცევას და გინებას როგორ ბედავთ - არ შეიძლება!


მძღოლი - შენი დედა და ქალი და კაცი და ინტიგანო -ლაწირაკო ვინ რას გეკითხება



ა.შ. - თუ კი რამე სალანძღავი სიტყვა გაუგია სამეგრელოში ყველას მაყრის.


მე - პატრულს გამოვიძახებ ვაფრთხილებ და ვახსენებ მოქალაქის უფლებებს.


მძღოლი - ჩაგდებით მემუქრება და ა.შ.


მე - ავუხსენი პატრულს სიტუაცია და შემპირდნენ გაჩერებაზე დაგვხვდებოდნენ.
მგზავრები ჩემს მხარეს არიან, რამოდენიმე - ყოველ ეკლესიასთან პირჯვარმწერმა ქალბატონმა, გოგონი კი ხარ მართალიო, მაგრამ ქალი ხარ და დიდი ამბავი კაცი გაღიზიანებულიაო.


მოკლედ:


1. გაჩერებაზე პატრულის ეკიპაჟი დაგვხვდა, კომპეტენტური და კულტურული ახალგაზრდები.


2. მძღოლმა საჯაროდ მომიხადა ბოდიში და ძალიან მშვიდად დაგვპირდა რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდებოდა.


3. ამის მერე, მე კეთილი ნება გამოვიჩინე და ამჯერად, საქმე არ გადავეცი სასამართლოს, რადგანაც მძღოლი სოლიდური თანხით დაჯარიმდებოდა.


4. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა - ჩემი დაკვირვებით, კანონდარღვევაზე (შეურაწყოფა, ქალაქში არასწორად მოძრაობა და ა.შ. ) ვერ რეაგირებს ადეკვატურად და წარმოდგენა არ აქვთ რომ მათ უფლებები გააჩნიათ.


5. საქართველოს ქალების დიდი ნაწილისათვის ლანძღვა-გინება და ცემა-ტყება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.


ამდენი რატომ ვწერე და :


1! ითანამშრომლეთ პატრულთან - 112 - ში დარეკეთ - ნებისმიერი კანონდარღვევევის შემთხვევაში, ჩვენ ამაში ფულს ვიხდით


2! სამარშრუტო ტაქსების გაუმართაობის, სიბინძურის, სიცხეში კონდიციონერის არ ჩართვის, მძღოლების მიერ შეურაწყოფის (მომსწრე მე თვითონ ბევრჯერ ვარ) მუსიკალური თუ საინფორმაციო ძალადობის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე ტ: 2 200 340


3! იგივე ეხება მუნიციპალურ ავტობუსებს და თბილისის მეტროპოლიტენს
! დასკვნა: იცოდეთ თქვენი და სხვისი უფლებები და იქნებით დაცულნი!“, - წერს ინგა წიკლაური.

2
880
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
880
  
2015, 26 ივნისი, 20:22
G–G
2015, 26 ივნისი, 19:42
ეს ის სიტუაციაა რომ ორივე მხარე ერთაინად დამნაშავეცაა და მართალიც,
მგზავრი მართალია,რატომ უნდა მოგაყენოს შეურაწყოფა მძღოლმა,და ვინც არ უნდა იყოს
მძღოლიც თავისებურად მართალია,დილის 7 დან ღამის 12 მუშაობს ამ სიცხეში,ათასი ჭკვიანი თუ სულელი ემგზავრება და გაღიძიანებულია
0 1 2