x
image
worldsport.ge
"დილას" უეფას წარმომადგენელი ეწვია

imageსაქართველოს მოქმედ ჩემპიონ გორის "დილას" უეფას ინსტრუქტორი ინფრასტრუქტურის საკითხებში არნო სარგისიანი ესტუმრა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, უეფას ინსტრუქტორმა "დილას" საშინაო არენის "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონის მდგომარეობა შეისწავლა.
როგორც გორელთა გუნდის პრესსამსახური იტყობინება, სარგისიანმა სტადიონზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირე რეკომენდაციები გასცა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში "დილა" 21 ივლისს ბელგრადის "პარტიზანთან" ჩემპიონთა ლიგის II მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გორში ჩაატარებს.

გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
117
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0