იუმორი, რომლითაც თბილისი ტკივილს ებრძვის...
"ზოგჯერ სიცილი ან ტირილი - ერთადერთია, რაც გვრჩება..."
(დივერგენტი, ვერონიკა როთი).
მაგრამ რამ გაყო სიცილი და ტირილი, ისინი ხომ ტყუპი ძმები არიან...
იუმორი ქართველი კაცის ყველაზე ერთგული იარაღი იყო და არის. იარაღი, რომლითაც ყველაზე დიდ მტერს - დარდსა და გულისტკივილს ამარცხებდა. სევდანარევი, მაგრამ მაინც ეფექტური ხუმრობები, მართალია წუთისოფლისგან მოყენებულ დარტყმებს ვერ დაგავიწყებს, მაგრამ ცოტა ხნით მაინც ათავისუფლებს დარდისგან დაღლილ გონებას.
13 ივნისის ტრაგედიას ვერანაირი იუმორი ვერ დაავიწყებს საქართველოს, მაგრამ ხუმრობებმა, რომლებიც სოციალურ ქსელში ამ დღეებში გავრცელდა, იქნებ წუთიერი ღიმილი მაინც მოგვაროს დამძიმებულ ხალხს...
რადგან, ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლე მაინც გრძელდება...



















