სხვა რა ხდება დედამიწაზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში? - ფოტოსურათებით გადმოცემული გასაოცარი ფაქტები 2015, 21 ივნისი, 13:22 ![]() რა ხდება დედამიწაზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში? საინტერესოა, არა? მინდა შემოგთავაზოთ ფოტოსურათებით გადმოცემული ფაქტები, რომელთაც ვერცერთ გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ვერ წაიკითხავთ. მაშ ასე, ყოველდღიურად დედამიწაზე... დედამიწის 5 კონტინენტზე, 193 ქვეყანაში მცხოვრები 7 მილიარდი ადამიანიდან ზოგს სძინავს, ზოგი იღვიძებს, ზოგიც კიდევ ყოველდღიური ცხოვრების ფერხულშია ჩართული და მხოლოდ 6 ადამიანი გაიღვიძებს არა დედამიწაზე, არამედ მისგან 415 კილომეტრის დაშორებით, - ისინი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის წევრები არიან. ![]() ახალ დღეს ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 380 ათასი ახალი სიცოცხლე მოაქვს. ![]() დაახლოებით 18 მილიონამდე ადამიანი დაბადების დღეს დღესასწაულობს. ![]() დღევანდელი დღის გათენება არ უხარია 9, 8 მილიონ ადამიანს, რადგან ისინი ახალ დღეს ციხის კედლებში შეხვდებიან. ![]() დღე-ღამის განმავლობაში მთელ დედამიწაზე დაახლოებით 8, 6 მილიონი მეხი ვარდება. მათგან გამოყოფილი ენერგია სრულიად საკმარისია დიდ ქალაქის გასანათებლად. ![]() ერთი დღის განმავლობაში მოდის იმდენი ნალექი, რომ რომ წყლის ეს რაოდენობა მთელი დედამიწის მოსახლეობას ეყოფოდა, რომ 1414-ჯერ მიეღო შხაპი. ![]() ერთი ხე გამოყოფს ჟანგბადის იმ რაოდენობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა ორი ადამიანისათვის. ![]() დედამიწის მცხოვრებთა უმეტესობა გაუდგება სკოლისაკენ, სამსახურისაკენ, სოფლისაკენ და ა.შ. მიმავალ გზას. მთელ პლანეტაზე არსებული გზების სიგრძე 70 მილიონ კილომეტრს აჭარბებს. ![]() ერთი დღე-ღამის მანძილზე კონვეიერული ლენტიდან 142 ათასი ახალი ავტომობილი ჩამოვა. თუ მათ ერთმანეთის მიყოლებით დავაყენებთ, ისინი დაიკავებენ ბერლინიდან შტუდგარტამდე გზას მთლიანად (512 კილომეტრი). ![]() სადილის დროა.... აზიის თითოეული მცხოვრები ერთ დიდ ჯამ ბრინჯს შეჭამს, ხოლო საშუალო სტატისტიკური ევროპელი საშუალოდ სულ ერთ ჩაის კოვზს. ![]() მთელ მსოფლიოში დღეს შეჭამენ დაახლოებით 800 ათას ფორთოხალს ![]() და ერთ მილიარდ ვაშლს.. ![]() და კიდევ 1, 5 მილიარდ ბანანს. ![]() ახლა კი მუშაობის დროა: ჩინელები ერთ დღეში აიღებენ 510 ათას ტონა ბრინჯს, ![]() მთელ მსოფლიოში მოკრეფენ 1, 7 მილიონ ტონა ხილს, ![]() ქათმები დადებენ 190 მილიონ კვერცხს, ![]() ამ კვერცხების წონა იგივე იქნება, რაც 110 სამგზავრო თვითმფრინავის წონა ერთად. ![]() მსოფლიოში 339 მილიონი ადამიანი იტანჯება სიმსუქნისაგან, მაგრამ სამჯერ უფრო მეტი იტანჯება შიმშილით. ![]() მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები იყიდიან 570 ათას ტელევიზორს ![]() და 3, 4 მილიონ ტელეფონს.. ![]() და კიდევ 540 მილიონ გაზეთს. ![]() ხოლო ყველაფერ ამას იყიდიან მსოფლიოს 182 სხვადასხვა სახის ვალუტით. ![]() დედამიწის მოსახლეობა 22 მილიონჯერ ჩაუშვებს წყალს ტუალეტის ჩასარეცხად. წყლის ეს რაოდენობა სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ კაცობრიობის ნახევარს აბაზანა მიეღო. ![]() თითო ადამიანი დააგროვებს საშუალოდ 1, 3 კილოგრამ ნაგავს. ![]() და აი, დგება საღამო...უკვე დროა დავისვენოთ და წიგნი წავიკითხოთ.. არჩევანი დიდია, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში გამოდის 2753 ახალი წიგნი. ![]() თუ ერთ დღეში გამოსულ წიგნებს ერთმანეთზე დავაწყობთ, ეს კოშკი ხეოფსის პირამიდას წვერამდე აწვდება. ![]() 10, 7 მილიონი ადამიანი ფილმს ნახავს კინოთეატრებში. ![]() 231 მილიონი ადამიანი სექსით იქნება დაკავებული. ![]() დგება ღამე და ადამიანები შუქს აქრობენ. ამ ადამიანების უმეტესობა - ოთხი მილიარდი ცხოვრობს აზიაში და მხოლოდ სამი მილიარდი დანარჩენ ოთხ კონტინენტზე. ![]() მსოფლიოში 100 მილიონი ადამიანის გვარია ჩანი - ეს ყველაზე გავრცელებული გვარია დედამიწაზე. ![]() 24 საათის განმავლობაში დედამიწის თითოეულმა მცხოვრებმა ერთჯერ ნახა მზის ამოსვლა და ერთჯერ ჩასვლა, კოსმოსში მყოფი იმ 6 ადამიანის გამოკლებით, რომლებიც ამ სანახაობას 16-ჯერ ნახავენ. ![]() 1139 16-ს მოსწონს
|