საზოგადოება "ეს ვეფხვი, ჩემთვის გმირია!" " კაცობას გაფიცებთ, თუ ოდესმე იპოვეთ, არ მოკლათ მხეცურად! "-რადიო "არ დაიდარდო"-ს წამყვანი დაკარგულ ვეფხვზე. 2015, 21 ივნისი, 8:52 "თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს ვეფხვი, თუკი ის მართლა გარეთ არის, გმირია... ჩვენთვის ძალიან საშიში, მაგრამ გმირი! რატომ?! ციხეში იჯდა?! იჯდა... სტიქიას გადაურჩა?! გადაურჩა... სპეც-დანიშნულების რაზმი დასდევს?! დასდევს (ამ დრომდე)... 25 მონადირე ეძებს?! ეძებს (ამ დრომდე)... თბილისი მოიარა?! მოიარა... ადამიანს არ შეხებია?! არა! (თუმცა შანსი ექნებოდა უეჭველად) პოპულარული გახდა?! ზე პოპულარულია... ჩემი თხოვნა ბიჭებისადმი: კაცობას გაფიცებთ, თუ ოდესმე იპოვეთ, არ მოკლათ მხეცურად! მაქსიმუმი გააკეთეთ რომ დააძინოთ და ისე დააბრუნოთ ოჯახში, როგორც გმირს ეკადრება!" ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რადიო "არ დაიდარდოს" წამყვანი ბეგი ლოგუა იმ ვეფხვთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა და რომლის მოძებნასაც ამაოდ ცდილობენ სპეცდანიშნულების რაზმი და მონადირეები. სტატუსს მისი მეგობრების გამოხმაურება მოყვა. აი რას ფიქრობს ხალხი: "თუ ვიპოვით და დავაბრუნებთ, აშმალახა დავარქვათ".., " წყალს ხო მაინც დალევს.., მდინარეები და ტბები აკონტროლონ. იგრძნობს სადაცაა წყალი. "კრანიდან არამგონია" მოუშვას ან შადრევნიდან დალიოს ქალაქის ცენტრში." "ყნოსვის უნარი ყველა ცხოველს აქვს, მაგრამ მაინც პოულობენ თუ კარგად და პროფესიონალურად ეძებენ. გარდა ამისა არ არის ბუნებრივად ტყეში ცხოვრებას მიჩვეული, და თან ადრე თუ გვიან წყალი მოწყურდება, შესაბამისად შორს ვერ წავა წყლიდან თუ ცოცხალია, ვერც კრანიდან მოუშვებს, ვერც სუპერმარკეტში იყიდის... აი წვიმა ტეხავს პროსტა, წყალი გაეჩითება..." " გაიხარე ბეგი, მართლაც გული დამწყდება ეს სილამაზე სიცოცხლეს, რომ გამოასალმონ... შეუნარჩუნეთ და ნუ წაართმევთ სიცოცხლეს ბუნების შვილს!" "არ მოკლათ! აცალეთ თვითონ შეგვჭამოს! ვინ ვიტყვით უარს, ეგზომ ეგზოტიკურ სიკვდილზე?!" "ვეფხვი რაჭაშია უკვე, მშვიდად და ბედნიერად განაგრძობს ცხოვრებას, იმედი მაქვს ვერასდროს იპოვიან"... "როგორ მინდა ასე უჩინმაჩინ იაროს ბოლომდე და გადავიდეს ლაგოდეხის ნაკრძალში, იქნებ ამას მაინც გაუმართლოს, თორემ ტრანკვილიზატორი და კულტურა სად გვაქვს ჩვენ? მონადირეები დასდევენ ორლულიანი თოფებით, ხანდახან იმასაც ვფიქრობ, არის ნამდვილად? კონკრეტული სამხილი არავის აქვს, ხმის გარდა და ეს ხმა ოხრად იშოვება გუგლში"... 1287 3-ს მოსწონს
|