საზოგადოება სტიქიის დროს ხევში ჩავარდნილი ახალგაზრდები, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ. 2015, 20 ივნისი, 23:14 13 ივნისის სტიქიას გადარჩენილი ადამიანების შესახებ თითქმის არაფერი არ ვიცით... სამი ახალგაზრდა-მარიამ მამუკაშვილი, ირინა ესებუა და გიორგი შერმადინი-სტიქიას სასწაულად გადაურჩნენ. მარიამი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც იმ საშინელ დღეს იხსენებს: "იქიდან გამომდინარე, რომ ყველას აინტერესბდა ჩვენი ამბავი მე და ირინკას გვინდა, რომ მოგიყვეთ თუ რა გადაგვხვდა: სამსახურიდან მოვდიოდით ჩვენს მეგობარ გიორგი შერმადინთან ერთად, აღარ წვიმდა რაც ძალიან გვახარებდა და ვაკე-საბურთალოს გზაზე მოვდიოდით, როდესაც ის უბედურება დაიწყო. ძალიან დიდი საცობი იყო და ამიტომ საპირისპირო მიმართულებით ვამჯობინეთ წამოსვლა, როგორც ამას სხვა მანქანები აკეთებდნენ, მაგრამ უკნიდან ძალიან დიდი ტალღები მოდიოდა, ყველა მანქანამ გაგვასწრო და მარტოები დავრჩით და ბარდიულს მივასკდით. ამ დროს სამივე ერთად გადმოვხტით მანქანიდან, გიორგი მაშინვე წყალმა გაიტაცა და გაქრა, ირინკა ცალი თითით ეკიდა მანქანის კარებს, მე კი მოვახერხე მანქანის თავზე ასვლა, როგორღაც ირინკაც ამოძვრა და მივტიროდით გიორგის, რომელიც უკვე გარდაცვილილი გვეგონა. ალბათ ყველას გინახავთ ფილმი ტიტანიკი, სწორედ ასე იძირებოდა ჩვენი მანქანა წყალში. ათობით ადამიანი, რომლებიც დაახლოებით 10 მეტრში იდგნენ, თავში ხელებს იხლიდნენ და ტიროდნენ რომ ვერ გვეხმარებოდნენ; ამ დროს კი ძალიან დიდი ტალღა წამოვიდა და გადაგვყარა პირდაპირ ხევში. მე ფეხი გამეჭედა მორში და უკვე ყელამდე წყალში ვიხრჩოოდი, რადგან წყალი ნელ-ნელა მატულობდა. ირინკა ცდილობდა ჩემს ამოყვანას მაგრამ უშედეგოდ, ვეხვეწებოდი რომ წასულიყო, რადგან ვიცოდი რომ მე ვეღარ ვიცოცხლებდი, მაგრამ ირინკა არ მტოვებდა და სწორედ ამ დროს უზარმაზარი ტალღა მოვარდა უკნიდან და აქ კი უკვე წყალ ქვეშ აღმოვჩნდი და რომ ამოვყვინთე დავინახე წყლის ზედაპირზე ირინკა, რომ ტივტივებდა და თმებში ვწვდი, გამოვათრიე ჩემსკენ და ძალიან წვრილ რკინაზე დავდექით ორივე. ამ რკინის გარშემო სულ წყალი იყო და რკინაც ტყდებოდა, ერთადერთი შანსი გვქონდა გადავმხტარიყავით 10 მეტრზე, სადაც ბაღი მოჩანდა, სხვა შანსი არ გვქონდა. გადავხტით, და აღმოვჩნდით ზოოპარკის ბოლოში. მაშინ როდესაც ყველა მტაცებელი ცხოველი გარეთ იყო, ჩვენ ისე გავიარეთ მთელი ტერიტორია, რომ თეთრი გედის გარდა არაფერი შეგვხვედრია და ყველაფერი ეს მხოლოდ ერთი რამის გამო; აბსოლიტურად ყველა ნივთი რაც თან გვქონდა დავკარგეთ, ყელზე გვეკეთა ორივეს მხოლოდ ჯვრები და ღმერთმა სასწაულებრივი ძალა მოგვანიჭა, ძალა იმისა რომ გვეცოცხლა თქვენთვის! ეხლა რესპუბლიკურში ვართ და თურმე იმ ხევში გადავარდნილი ყველა ადამიანისგან გადავრჩით მხოლოდ მე, გიორგი და ირინკა." 849 2-ს მოსწონს
|