x
image
worldsport.ge
"ინტერმა" "მილანს" მოედანს მიღმა უკვე აჯობა

imageფრანგული "მონაკოსა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის ჟეფრი კონდოგბიას სატრანსფერო საგა დასრულებულია. 22 წლის მოთამაშე კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება. იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, კონდოგბიას სანაცვლოდ "მონაკო" 35 მილიონ ევროს მიიღებს. თავად ფებხურთელს კი სეზონში გასამრჯელოს სახით 4 მილიონი ევრო ექნება. ფრანგი საყრდენი "ნერაძურისთან" კონტრაქტს 2020 წლამდე გააფორმებს.
კონდოგბია მილანში 22 ივნისს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდგომ კონტრაქტსაც ოფიციალურად გააფორმებს.
"ინტერმა" კონდოგბიასთვის ბრძოლაში თანაქალაქელ "მილანს" აჯობა, რომელსაც ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებდნენ.
კონდოგბია "მონაკოში" 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. გასულ სეზონში კი საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 23 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.




გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
141
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0