ფეხბურთი "ინტერმა" "მილანს" მოედანს მიღმა უკვე აჯობა 2015, 20 ივნისი, 18:36 ფრანგული "მონაკოსა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის ჟეფრი კონდოგბიას სატრანსფერო საგა დასრულებულია. 22 წლის მოთამაშე კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება. იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, კონდოგბიას სანაცვლოდ "მონაკო" 35 მილიონ ევროს მიიღებს. თავად ფებხურთელს კი სეზონში გასამრჯელოს სახით 4 მილიონი ევრო ექნება. ფრანგი საყრდენი "ნერაძურისთან" კონტრაქტს 2020 წლამდე გააფორმებს. გიორგი მელქაძე 141 1-ს მოსწონს
|