საზოგადოება რა დახვდა აუდიტორიაში ლექტორს, რომელიც ახალგაზრდებს "დაჩლუნგებულებს" ეძახის 2015, 19 ივნისი, 19:18 ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა, თსუ-ს პროფესორის სტატუსმა განსაკუთრებით მძაფრი გამოხმაურება ჰპოვა მომხმარებლებში. როგორც გახსოვთ, თსუ-ს ლექტორი ქეთევან პავლიაშვილი ახალგაზრდების სოლიდარობას გამოეხმაურადა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებით აღტაცება თავის მოტყუება და სირაქლემას პოზაა, რადგან ყოველ სემესტრში უფრო დაჩლუნგებული თაობა მოდის.
ეს ქალბატონი, თსუ-ის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე "ახალი ქართული ლიტერატურის" ლექტორია. დღეს მას სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად დაახვედრეს ის, რაც ფოტოზეა ასახული: ცარიელი აუდიტორია და სკამებზე გაკეთებული წარწერები: „ნეხვი - გამოშტერებული სტუდენტი“. სოციალურ ქსელში სტუდენტთა ამგვარ ქმედებას ბევრი სამართლიან პროტესტად აფასებს. 791 8-ს მოსწონს 1-ს არა
|