x
image
natia.a
"ვეფხვს რომ დავინახავთ, არ უნდა გავიქცეთ...თუ გავუღიმებთ, კიდევ უკეთესი..."
image
ვეფხვთან შეხვერის დროს მისაღები ღონისძიებების შესახებ ტელეკომპანია "იმდეზე" გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აი რას წერს ამის შესახებ ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:


"არ ვართ არავინ სიცილის ხასიათზე, დღეს ყველა ოჯახი ჭირისუფალია, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჭირისუფალსაც ეცინება ხანდახან რამე კურიოზზე ან როცა რაღაცას იხსენებს.


ეხლა ტელეკომპანია "იმედზე" გასული სიუჟეტი ვნახე, როგორ უნდა ვუშველოთ თავს, სეირნობისას ვეფხვი თუ შემოგვხვდა.


ხოდა ვნახე და არ ვარ კარგად.



უნდა ავწიოთ ხელები რომ უფრო დიდები გამოვჩნდეთ...


რო დავინახავთ, არ უნდა გავიქცეთ ან დავიკივლოთ. აღარ უთქვამთ და ალბათ თუ გავუღიმებთ, კიდე უკეთესი.


უნდა დავიხაროთ, ოღონდ ნელა, ხელში ავიღოთ რამე საგანი, ვთქვათ ჯოხი, მერე ნელა გავსწორდეთ და ამ ჯოხის მიწაზე დარტყმით და აქეთ–იქით ქნევით ენერგიულად დავუყვიროთ ვეფხვს: წადი, წადი. თან თვალებში ვუყუროთ. ვეფხვი გადაიფიქრებს თავდასხმას და აი ამ დროს ჯოხიანად უნდა მოვკურცხლოთ მთელი ძალით........................


და რო მითხრას არ წავალო? ნუ თუ მე ამ დროს ვეფხვისთვის წადი–ს თქმა მოვახერხე, არც თვითონ უნდა გაუჭირდეს....


ან ყრუ რო იყოს?


ხვალ კიდე იქნება რჩევები და ალბათ ამაზეც გვეტყვიან.


აღარც მეცინება... ან რაა სასაცილო.


სტატუსი: აშმალახა (თუ ზუსტად გავიგონე)."



ესეც სიუჟეტი ვეფხვთან შეხვერისას მისაღები ღოონისძიებების შესახებ:


1
1267
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1267
  
2015, 19 ივნისი, 14:19
თუ გაიქცევა უკვე ნადირობის ობიექტია და იქვე დაერხევა ვინც იქნება.
0 1 1