უეფამ “საბურთალოს” ოფიციალურად დაუდასტურა, რომ მომავალ სეზონში ამ საფეხბურთო კლუბის აღსაზრდელები ჩემპიონთა ლიგის 19-წლამდელთა ტურნირში იასპარეზებენ. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საბურთალოელთა პრესატაშე კახა მგელაძემ აცნობა.
“საბურთალოს” ოფისში გამომგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო აწერს, ნათქვამია:
“მივიღეთ თქვენი ოფიციალური განაცხადი და დოკუმენტაცია, რომელიც 2015-2016 წლების სეზონში უეფას ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობისთვის საჭირო იყო. დიდი ყურადღებით შევამოწმეთ ეს დოკუმენტაცია დ ვადასტურებ, რომ თქვენი კლუბი იმ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომელიც უეფას ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგის 4.01 პარაგრაფითაა გათვალიწინებული.
4.04 პარაგრაფის თანახმად, დიდი სიამოვნებით მოგახსენებთ, რომ 2015-2016 წლების სეზონში უეფას ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგაში თქვენი კლუბი დაშვებულია “ჩემპიონთა გზიდან”.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge