საზოგადოება "სულ უფრო დაჩლუნგებული თაობა მოდის" - თსუ-ს პროფესორი მოხალისეებზე 2015, 18 ივნისი, 12:22 თსუ-ს ლექტორი ქეთევან პავლიაშვილი ახალგაზრდების სოლიდარობას გამოეხმაურა. ის საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობს და ამბობს, რომ ახალგაზრდებით აღტაცება თავის მოტყუება და სირაქლემას პოზაა, რადგან ყოველ სემესტრში უფრო დაჩლუნგებული თაობა მოდის. „ქ-ნი ქეთევანს ძალიან უნდა სცდებოდეს, მაგრამ ვერ სცდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქ-ნი ქეთევანი 35 წელია ახალგაზრდებთან მუშაობს დღეში 7 საათს შაბათ-კვირის გამოკლებით და ყოველ ახალ სემესტრში სულ უფრო დაჩლუნგებულ თაობას აწყდება. ნუ გიკავიათ სირაქლემას პოზა და ნუ იტყუებთ თავებს. ის, რაც დღეს ხდება თბილისში (სოლიდარობა) ბუნებრივია მისასალმებელია, თუმც ასეთები გვინახია, სხვალ, რომ ყველას დაავიწყდება ყველაფერი და როგორც კი ვინმე ფეხზე დადგება სასწრაფოდ ყელში წაუჭერენ. ეს იცის ქ-მა ქეთევანმა და ამის დიდი გამოცდილება აქვს ქ-ნ ქეთევანს. ეს ცნობისათვის, “ - წერს თსუ-ს ლექტორი „ფეისბუქში“. შეგახსენებთ, რომ საუბარია იმ "დაჩლუნგებულ" თაობაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავსდამტყდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ შესაშური თანადგომა გამოიჩინა, რომელიც მთელი დღეების განმავლობაში ნიჩბებით ხელში, ტალახში ამოგაგნგლული, შლამისა და ნარჩენებისგან წმენდდა დედაქალაქს. ახალგაზრდები, რომლებიც ისე "დაჩლუნგდნენ", რომ ექსკურსიისთვის შეგროვილ თანხას დაზარალებულებს უგზავნიან... ახალგარდები, რომლებიც ისე "დაჩლუნგდნენ", რომ... 1554 7-ს მოსწონს |
იმდენჯერ უწერია საკუთარ თავზე სტატუსში ქალბატონი ქეთევანია,რომ უხერხულად ვგრძნობ თAვს ქეთოდ ან ქეთით ან ქეთუსად როგორ მოვიხსენიო :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))